
შეხვედრა ქუთაისში, ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო და უკვე მესამე წუთზე, დინამოს კაპიტანს გვანცა ქადაგიშვილს, მცველებმა არ მისცეს, ახლო მანძილიდან გოლის გატანის საშუალება. მართვე საკმაოდ მწვავე იერიშებს ანხორციელებდა და დინამოს ახალწვეულმა მეკარემ ინგა გასიევამ, რამდენჯერმე შეძლო მდგომარეობის განმუხტვა. სოხუმელები მეთოდური თამაშით, ოპტიმალურ გზებს ეძებნენ გოლის გასატანად და 37-ე წუთზე ეს შეძლეს – ნინო ჩანგელიას ზუსტი გადაცემა, ლელუ ჭიჭინაძემ დაახლოვებით თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, ჩვეული ოსტატობით გარდასახა გოლად 0 : 1. ტაიმის ბოლოს ქუთაისელებმა, სწრაფი და ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და ანა ჯანელიძემ მეკარის საჯარიმოდან შეძლო წონასწორობის აღდგენა 1 : 1. მეორე ტაიმის სტარტიდანვე დინამოელები უფრო გააქტიურდნენ და უფრო მეტი მონდომებით შეუდგნენ საქმეს, რამაც შედეგიც გამოიღო – 66-ე და 76-ე წუთებზე, ნინო პასიკაშვილის იუველირულ გადაცემებს, შესანიშნავად უპასუხა ლელუ ჭიჭინაძემ და ორჯერვე დაუფასა მეგობარს გარჯა, 1 : 3! აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ჭიჭიმ ჰეთთრიკის გარდა, კიდევ ორჯერ გაიტანა, მაგრამ მსაჯების მიერ თამაშგარე მდგომარეობა იქნა დაფიქსირებული, რაც ერთ შემთხვევაში მაინც, მინიმუმ კამათის საბაბს იძლევა, ისევე როგორც არდანიშნული პენალტების ეპიზოდები, როგორც ერთ, ასევე მეორე კარში….. ამის მიუხედავადაც ლელუ, ხუთ თამაშში გატანილი შვიდი გოლით, სათავეში მოექცა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიას! შეხვედრის მიწურულს, ქუთაისელთა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ანა ჯანელიძემ, შეძლო ერთი გოლის გაქვითვა და ასე დასრულდა ეს საინტერესო მატჩი 2 : 3

აქვე ერთი სასიხარულო ფაქტი გვინდა ავღნიშნოთ – ეროვნულ ლიგაში დინამოს შემადგენლობაში, შედგა დების – 13 წლის ლიზი და 15 წლის მარიამ კაკულიების და ასევე, 18 წლის თამარ წვიმიტიძის დებიუტი! წარმატებები გვინდა ვუსურვოთ მათ!