FC DINAMO SOKHUMI

რეგიონული ლიგის მორიგი ტური: “დინამო” სოხუმი – “სამცხე” ახალციხე

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მორიგი მერვე ტურის მატჩს გამართავს “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდი.

ჩვენი გუნდის მეტოქე, “სამცხე” ახალციხე გახლავთ. სატურნირო მდგომარეობით “დინამო” სოხუმს გამარჯვება ჭირდება, რათა გააგრძელოს ბრძოლა ლიგა 4 – ის საგზურისთვის.

შეხვედრა 2 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა “ავაზა”-ს სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

 

ამ მომენტისთვის “დინამო” სოხუმი, 14 გუნდიან ჩემპიონატში, 4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ გლდანს, 4 ქულით ჩამორჩება.

წარმატებები ჩვენს ვაჟთა გუნდს!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp