FC DINAMO SOKHUMI

ქალთა ეროვნული ლიგა 2. III ტური. “რაჭა” ამბროლაური – “დინამო ბ” სოხუმი

27 მაისს ქალთა ეროვნული ლიგა 2 -ის მორიგი ტურის მატჩები გაიმართება. “დინამო” სოხუმის სარეზერვო გუნდი, სტუმრად ამბროლაურში გაემგზავრება და ადგილობრივ “რაჭა 2020”-ს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქურხულის და ბაჩა კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა, საწყის ორ ტურში ექვსი ქულა დააგროვა და ქალთა ლიგა 2 -ს “ბათუმთან” ერთად ლიდერობს.

შეხვედრა ამბროლაურის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება.

წარმატებები ჩვენს გოგონებს!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp