FC DINAMO SOKHUMI

გილოცავთ აფხაზეთობას!!!

დღეს, 23 მაისს, “აფხაზეთის დღე” აღინიშნება!
 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს, წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობა“ აღინიშნება.
საზეიმო ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა, რასაც საზოგადობისთვის ცნობილი სახეები, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ბიძინაშვილი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თაქთაქიშვილი.
საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის სახელით, გილოცავთ ამ დღეს!!!
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp