FC DINAMO SOKHUMI

ქალთა ლიგა 2. “დინამო ბ” სოხუმი – 4 : 1 – “ქარიშხალა” საჩხერე

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვარკეთილის ცენტრში, გაიმართა საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა 2 -ის მეორე ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს, “დინამო ბ” სოხუმი და “ქარიშხალა” საჩხერე დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა სოხუმელების უპირატესობით დაიწყო და უკვე მეოთხე წუთზე, ამას გოლიც მოყვა – ელენე გაზდელიანმა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს, რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და 22 მეტრიდან ზუსტი დარტყმით, ბურთი საჩხერელთა მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა. დინამოელებმა ამის შემდეგაც განაგრძეს შედეგზე ორიენტირებული თამაში და  მე-14 წუთზე მეორედაც დაამწუხრეს მოწინააღმდეგე – 13 წლის მარიამ გოგოლაძემ, შესანიშნავი გამჭოლი გადაცემით, სტატისტად დატოვა მეტოქის პრაქტიკულად მთელი დაცვა და თავისი თანატოლი ლიზი კაკულია, მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რასაც ზუსტი დარტყმა მოყვა, მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში 2 : 0. 30-ე წუთზე ლიზი კაკულიამ კვლავ გამოიჩინა თავი, ამჯერად ელენე გაზდელიანის ზუსტი გადაცემა გარდასახა გოლად 3 : 0.

მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით მიმდინარეობადა, იმერლები კი მხოლოდ კონტრშეტევების იმედად იყვნენ დარჩენილი. ტაიმის სტარტზე, მათ დინამოს მეკარის შეცდომით ისარგებლეს და ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს. ამის შემდეგ, დაახლოვებით 25 წუთის განმავლობაში, შეხვედრა ძირითადად მოედნის შუაგულში მიმდინარეობდა, რასაც ისევ სოხუმელთა გააქტიურება და მარიამ გოგოლაძის გოლი მოყვა, რომელმაც მახვილი კუთხიდან შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით, დააგვირგვინა ელენე ომიაძის წამოწყებული ულამაზესი შეტევა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4 : 1.

 

“დინამო ბ” სოხუმი – 4 : 1(3 : 0) – “ქარიშხალა” საჩხერე

 

“დინამო”: ელენე ზაალიშვილი(თათია ფხაკაძე), ნინო ჩიღვინაძე(ნინო ჩიბირაშვილი), ვერიკო ონიანი, მარიამ ოზდემირი, მარიამ კაკულია(მარიამ დიასამიძე), ლიზი კაკულია, გვანცა გოგრიჭიანი(დიანა ხარატიშვილი), ელენე გაზდელიანი, ელენე ომიაძე, თაკო წვიმიტიძე, მარიამ გოგოლაძე.

მთავარი მწვრთნელები: გიორგი ქურხული, ბაჩა კალანდაძე.

ექიმი: ქუჯი გამსახურდია.

ადმინისტრატორი: მამუკა კიკნაძე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სარეზერვო ქალთა გუნდი, სადებიუტო სეზონს ატარებს ქალთა ლიგაში 2-ში და 90%-ით ჩვენი აკადემიის ფეხბურთელებით არის დაკომპლქტებული, რომელთა ასაკი 13-დან 16 წლამდე მერყეობს.

მომდევნო მატჩს “დინამო ბ”, სტუმრად ამბროლაურის “რაჭა”-სთან, 27 მაისს გამართავს. შეხვედრას ამბროლაურის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

წარმატებები ჩვენს გოგონებს!!!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp