FC DINAMO SOKHUMI

ქალთა ეროვნული ლიგა. “დინამო” სოხუმი – 2 : 2 – “ნორჩი დინამო” თბილისი

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვაკის საფეხბურთო ცენტრში, ქალთა ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც “დინამო” სოხუმს, თბილისის “ნორჩი დინამო” დაუპირისპირდა.

შეხვედრა სოხუმელი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო და ტაიმის დებიუტში მე-10 წუთზე, ნინო პასიკაშვილის შორეული შესანიშნავი დარტყმის შემდეგ, ანგარიში გაიხსნა 1 : 0. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა გუნდმა, ლელუ ჭიჭინაძეს სულ მცირე დააკლდა სხვაობის გასაზრდელად. თბილისელებმა ანგარიშის გათანაბრება 25-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობიდან  შეძლეს. მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ კუთხურს ვერაფერი მოუხერხა სოხუმელთა კარის დარაჯმა და ანგარიში თანაბარი გახდა 1 : 1. ტაიმის მიწურულს კი შეტევაში  ჩართულ სოხუმელ ფეხბურთელებს, თბილისელებმა კონტრშეტევით უპასუხეს და ანგარიშში დაწინაურდნენ 1 : 2.                                                                                                                                                                                                                              მეორე ნახევარში კვლავ სოხუმელები დომინირებდნენ მოედანზე, თბილისელები კი ისევ კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას და სახიფათო მომენტიც შექმნეს. მეორე ტაიმის განმავლობაში, ბურთის ფლობაში დიდი იყო სოხუმელების უპირატესობა, მაგრამ ამის გოლად ასახვას ვერ ახერხებდნენ. 88 წუთზე, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს, თბილისელმა ფეხბურთელმა ხელი დაუხვედრა. თერთმეტრმეტრიანი ლელუ ჭიჭინაძემ ჩვეული ოსტატობით შეასრულა 2 : 2, შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა.

 

“დინამო” სოხუმი – 2 : 2 – “ნორჩი დინამო” თბილისი

გოლი : ნინო პასიკაშვილი 10წუთი , ლელუ ჭიჭინაძე 88 წუთი

“დინამო”: 18. ელენე ზაალიშვილი 2. გვანცა ქადაგიშვილი(კაპ) 3. ნინო პასიკაშვილი  4. დიანა ბაქრაძე 8. ლელუ ჭიჭინაძე 10. ანა ჯოჯუა(25. ელენე გაზდელიანი, 75 წუთი) 11. ნინო ჩანგელია 13. ლანა ქარდავა(9. ანა კულდონაშვილი, 46 წუთი) 14. ნინო კურტანიძე(15. თეკლა ბურჯანაძე, 46 წუთი) 16.  ნათია სხირტლაძე 20. ანა კვახაჯელიძე.

სათადარიგო: 17. მაიკო ხუციშვილი 21.  ელენე ომიაძე 22. ლიზი კაკულია 28. მარიამ გოგოლაძე.

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ ნათაძე

მწვრთნელი: ზურაბ სამუშია

ექიმი: ქუჯი გამსახურდია

ადმინისტრატორი: მამუკა კიკნაძე

 

მომდევნო შეხვედრას “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდი, სტუმრად ქუთაისში, ადგილობრივ “მართვე”-სთან, 28 მაისს გამართავს.

წარმატებები ჩვენს გოგონებს!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp