FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის აკადემიის U15 გუნდის კიდევ ერთი გამარჯვება

როგორც მოგეხსენებათ, “დინამო” სოხუმის აკადემიის გუნდები, მონაწილეობას იღებენ  აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეგიდირებულ “ჩემპიონ ლიგა” -ში.

დღეს მორიგი მეექვსე ტურის შეხვდრა გამართა ჩვენმა 15 წლამდელთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელი დავით ნადაშვილია და კიდევ ერთი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.

ჩვენი ჭაბუკების მოწინააღმდეგე, “რუსთავის” რუსთავი გახლდათ. შეხვედრაში ნიკოლოზ მანჯგალაძის მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და სოხუმელებმა სტუმრად ანგარიშით 0-1 იმარჯვეს.

 

“რუსთავი” რუსთავი – 0 : 1 – “დინამო” სოხუმი

გოლი: ნიკოლოზ მანჯგალაძე

 

“დინამო” : ნიკოლოზ გამახარია, ნიკა სიბაშვილი, გიორგი გურგენიძე, ლუკა გულორდავა, ნიკა მიქელაძე, ირაკლი ქვარცხავა, გიორგი ქებაძე, დავით ნოზაძე, ნიკოლოზ მანჯგალაძე, ნიკოლოზ კიკნაძე, თორნიკე ხოსიაური.

სათადარიგო: გიგა ლაფაჩი, ანდრია ხიზანიშვილი, გიორგი სირანაშვილი, იური შარვაშიანი, გიორგი დუშუაშვილი, გიორგი ქურდაძე, ცოტნე მამფორია.

მთავარი მწვრთნელი: დავით ნადაშვილი

 

მომდევნო ტურის შეხვედრას ჩვენი ფეხბურთელები, მარნეული “ალგეთი”-ს წინააღმდეგ გამართავენ.

წარმატებები ჩვენს ბიჭებს!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp