FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი: ყველა ჩვენს შეცდომას ელის…

დავით თაქთაქიშვილი – “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს  თავმჯდომარე:

ჩემპიონატები გახურდა ყველა დონეზე. ყველა ჩვენს კლუბს უყურებს გამადიდებელი შუშით, რომ რამე შეცდომა დავუშვათ და ამით მათ ზეიმის საფუძველი ქონდეთ! ეს მაფიქრებინებს, რომ ყველა დონეზე ჩვენი გუნდის შიში აქვთ და ეს ასეც უნდა იყოს! ვუყურებ, თუ რა ხდება და გაკვირვებული ვარ, უფრო გაოცებული იმით, რომ იმაზე დიდი გუნდი ყოფილა “დინამო” სოხუმი, ვიდრე მე მეგონა. ჩვენ ნოლიდან, უფრო ზუსტად მინუსებიდან დავიწყეთ გუნდის  შენება და აღორძინება. დღეს საფეხბურთო სივრცეში ყველამ იცის ჩვენი გუნდის შესახებ. ერთის მხრივ, ზურგს უკან საუბრობენ ჩვენზე, როგორც უბრალო გუნდზე, მაგრამ მეორეს მხრივ შიშობენ. მე ამაყი ვარ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით, არაფრისგან შევქმენით ყველაფერი! 0 ლარი დაფინანსება, მაგრამ გადახედეთ ცხრილებს და ნახავთ სად ვართ ვაჟებში, სად ქალებში, სად ბავშვებში! როდესაც ერთ-ერთ კომპანიაში მივედით სასაუბროთ და წარვუდგინეთ ჩვენი პროექტი, მათმა აღმასრულბელმა დირექტორმა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მითხრა – ჩვენ ვიცით თქვნს შესახებ და ვხედავათ, რომ იცით რა გსურთ და მიზანმიმართულად და პროფესიონალურად უდგებით საქმეს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია!  ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და მომცა იმედი! 

ყოველგვარი ნიშნის მოგების და ტრაბახის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დაფინანსებით, რაც ჩვენ გვაქვს, ეს შედეგები არის წარმოუდგენელი! მინდა გამოვყო ვაჟთა გუნდი, სადაც არ გვაქვს არანაირი პირობა,  მაგრამ გვაქვს შედეგი. ეს იმის დამსახურებაა, რომ არის ერთობა და სადაც ერთობაა, იქ ფინანსების გარეშეც შესაძლებელია წარმატების მიღწევა! აკადემიაზე აღარ ვისაუბრებ. ბოლოს შემიძლია ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს, ვისაც ნამდვილად ეშინია ჩვენი კლუბის, მაგრამ თავი ამაყად უჭირავთ და ზევიდან ცდილობენ გვიყურონ – მეგობრებო, თქვენ უნდა გეშინოდეთ! ყველაფერი წინ გვაქვს!!!  შევხვდებით 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp