FC DINAMO SOKHUMI

რეგიონული ლიგა: “დინამო’ სოხუმი – 2 : 1 – “ლეგიონი” გორი

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა “ავაზა”-ს სტადიონზე, რეგიონული ლიგის “ა”  ჯგუფის მატჩი  გაიმართა.

“დინამო”სოხუმი, გორის “ლეგიონს” დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ნახევარი სოხუმელებმა მეორე ნომრად ითამაშეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გორელებს პირველი ტაიმის განმავლობაში, სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ. ასეთი მხოლოდ ერთი ქონდათ მე-5-ე წუთზე სტანდარტული სიტუციიდან, რაც გოლშიც ასახეს.

მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებული იყო. დინამოელები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლი გორელთა კარში არ გადიოდა. თამაშის მიწურულს სოხუმელებმა, უფრო გააძლიერეს ზეწოლა, რასაც თორნიკე ბურდულის გასროლა მოყვა 25 მეტრიდან და ანგარიში გათანაბრდა 1-1. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-3-ე წუთზე, სტანდარტული სიტუაციიდან თორნიკე ბურდულის ჩაწოდებულ ბურთს გიორგი დუღაძემ შეუცვალა მიმართულება, ხოლო დამატებაზე ნიკო პაპავამ გამარჯვების გოლი გაიტანა და სამი ქულა შემატა “დინამო”-ს აქტივს!

დინამო:  გიორგი კალანდია, საბა ბეგაშვილი, ნიკო პაპავა, ოთო ივეჩიანი, მერაბ გიგოლაშვილი(აკაკი ხუხუნაშვილი, 55 წუთი), თორნიკე ღონღაძე, დავით მოსულიშვილი, თორნიკე ბურდული C, გიორგი დუღაძე, თორნიკე გობრონიძე, ჯაბა ლეშკაშელი

სათადარიგო: დავით მდინარაძე

მთავარი მწვრთნელი: დავით თაქთაქიშვილი

მწვრთნელი: დავით ნადაშვილი

ექიმი: ქუჯი გამსახურდია

ადმინისტრატორი: მამუკა კიკნაძე

 

“დინამო” სოხუმის მთავარი მწვრთნელის, დავით თაქთაქიშვილის მატჩის შემდგომი კომენტარი:

 

პირველ რიგში ვულოცავ ფეხბურთელებს დამსახურებულ გამარჯვებას! წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ფეხბურთელები ხასიათზე ნამდვილად არ იყვნენ, მაგრამ სასიმოვნოა, რომ მოვახერხეთ  ამ შეხვედრაში კონცენტრაცია. ის მინუსები რაც გვქონდა წინა მატჩში, სათამაშო დისციპლინის კუთხით გამოსწორდა და შედეგიც სახეზეა. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და ახალ უკვე მომდევნო ტურში ვიტ ჯორჯია 3-თან გასამართ მატჩზე ვფიქრობთ. მინდა მადლობა გადავუხადო მოწინააღმდეგე გუნდს კარგი მატჩისთვის და შემდეგ შეხვედრებში წარმატებები  ვუსურვო!

 

მომდევნო შეხვდრას ჩვენი გუნდი 25 მაის , სტუმრად მცხეთა პარკზე “ვიტ ჯორჯია-3” თბილის დაუპირისპირდება .

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp