FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ქალთა აკადემია! ახდენილი ოცნება და მისი შედეგი!

როგორც მოგეხსენებათ, დღეს სტარტი აიღო, საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებამ, რომელიც პირველად 2021-2022 წლებში გაიმართა და ჩვენი კლუბის ტრიუმფით დასრულდა. 14- დან 14 გამარჯვება, 107 გატანილი და მხოლოდ 7 მიღებული გოლი, ასეთი იყო “დინამო’-ს შედეგი!

2022 წლის ქალთა ლიგა 2-ში კი,  ჩვენი სარეზერვო გუნდი, ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით იღებს მონაწილეობას.  თავად განსაჯეთ, “დინამო ბ” ძირითადად, 13-14 წლის გოგონებითაა დაკომპლექტებული!

დღეს ჩვენმა ნორჩმა ფეხბურთელებმა, ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, თბილისის “ელიტა” დაამარცხეს ანგარიშით 2-1.

ჩვენი პრიორიტეტია ის,  რომ  ჩვენივე აკადემიიდან დავაწინაუროთ ფეხბურთელები ჯერ დუბლშემადგენლობაში და შემდეგ უკვე, გზა გავუხსნათ ძირითადი გუნდისკენ და ამ ბავშვებს ამის პოტენციალი, ნამდვილად გააჩნიათ.

ჩვენი კლუბის აკადემიაში, ირიცხება 100-ზე მეტი გოგონა და მიზანი, მათი მომზადება და შემდგომში, ძირითად გუნდთან ადაპტირებაა, რისკენაც მიზანმიმართულად მივდივართ!

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობთ, “დინამო” სოხუმი არის ერთადერთი კლუბი, ვისაც აქვს ქალთა აკადემია და ეს არის ფაქტი! ეს ჩვენ ყველამ ერთად შევძელით სულ რაღაც ორ წელში, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, ბევრი შრომის ხარჯზე!

აკადემია არის უმნიშვნელოვანესი საკლუბო სეგმენტი, რის გარეშე კლუბის განვითარება წარმოუდგენელია!

გვინდა სოხუმის “დინამო”-ს სახელით, მადლობა გადავუხადოთ ყველა ადამიანს, ვინც  ამ მიმართულებით კლუბს მხარში დაუდგა და ეს ნორჩი ფეხბურთელები მოიყვანა ამ საფეხურამდე. მირზა სამხარაძე და თამაზ კალანდაძე არიან ადამიანები, ვინც ჩვენი კლუბის საძირკველს ქმნიან და აქტიურად აწვდიან ძირითად გუნდებს ფეხბურთელებს, ჩვენი კლუბის ზემო ფონიჭალის საფეხბურთო ცენტრიდან!  მათი მეოხებით, უკვე 10-მდე ფეხბურთელი ირიცხება ჩვენს დუბლშემადგენლობაში და ძირითად გუნდში. მადლობა მათ ამისთვის! მადლობა ჩვენი აკადემიის თბილისის ზღვის ცენტრის ხელმძღვანელს ვახტანგ ჩოჩიშვილს, საიდანაც კლუბი ასევე ელის შევსებას, მოზარდთა სათანადო ასაკის შესრულებისთანავე!

ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას და იმ პოლიტიკის წარმართვას, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოში, ძალიან ცოტა გუნდი მიყვება!

წინ დიდი გამარჯვებები გველის!!!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp