FC DINAMO SOKHUMI

ქალთა ეროვნული ლიგა . lll ტური . “სამეგრელო” – 2 : 0 – “დინამო” სოხუმი

დღეს ვაკეში მდებარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში, საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის მესამე ტურის  ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის მოწინააღმდეგე, “სამეგრელო” ჩხოროწყუ გალხლდათ.

შეხვედრა სამეგრელოს ფეხბურთელების უპირატეოსობით დაიწყო, რასაც ჩვენი გუნდის მხრიდან ორი მწვავე კონტრშეტევა მოყვა. პირველი ტაიმის 25 წუთიდან ჩვენმა გუნდმა უპირატესობა ხელთ იგდო და სამეგრელოს კართან რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტი შექმნა. პირველ შემთხვევაში, ნინო პასიკაშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ სოხუმელები ლელუ ჭიჭინაძეს უნდა დაეწინაურებინა, შემდეგ ისევ ლელუ ჭიჭინაძეს ქონდა კიდევ ერთი მომენტი, მაგრამ თვრამეტი მეტრიდან მძლავრად დარტყმული, ოდნავ არაზუსტი გამოდგა. ტაიმის მიწურულს გვანცა ქადაგიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, სადაც სამწუხაროდ  დროულად დაარტყმა ვერ მოახერხა და აამჯერადაც გადარჩა “სამეგრელო” გაშვებულ გოლს.

შეხვედრის მეორე ნახევარი, ჩვენმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, ხოლო მოწინააღმდეგე ცდილობდა, კონტრშეტევბზე აეგო თამაში და ჩვენი გუნდის კომბინაციურ თამაშს გრძელი დიგონალური პასებით პასუხობდა. გოლი კი სტანდარტული სიტუციიდან, კერძოდ კი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ დამატებაზე, შეხვედრის 58 წუთზე, თამრიკო სალუქვაძემ გაიტანა. ამის შემდეგ სოხუმელი ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მოწინააღმდეგის კართან კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. აღსანიშნავია ნინო პასიკაშვილის შესანიშნავი გადაცემები და ლელუ ჭიჭინაძეს საოცრად ტექნიკური მოქმედება. შეხვედრის 73 წუთზე კონტრ შეტევაზე, სამეგრელოს ფეხბურთელებმა მოახერხეს კიდევ ერთი გოლის გატანა, რომლის ავტორი კვლავ თამრიკო სალუქვაძე გახლდათ. უნდა ავღნიშნოთ, რომ სამეგრელოს მიერ გატანილი მეორე ბურთი საეჭვოა, რადგან ფეხბურთელი აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა! შეხვედრის დასრულებამდე  სოხუმელებმა მოწინააღმდეგის ნახევარზე გადაიტანეს თამაში, მაგრამ მომენტების გოლში გარდასახვა ვერ მოახერხდა. საბოლოოდ დინამოელებმა 16 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს და სტუმრად,  ანგარიშით 2-0 დამარცხდნენ .

მომდევნო მატჩს ჩვენი ქალთა გუნდი, “ნორჩი დინამო” თბილისის წინააღმდეგ, ვაკის საფეხბურთო ცენტრში, 21 მაისს გამართავს.

 

“სამეგრელო” ჩხოროწყუ – 2 : 0 – “დინამო” სოხუმი

დინამო –  1 . ელენე ზაალიშვილი 2 . გვანცა ქადაგიშვილი 3.ნინო პასიკაშვილი 4. დიანა ბაქრაძე 6.ნინო კურტანიძე 8 ლელუ ჭიჭინაძე 10 ანა ჯოჯუა 11 ნინო ჩანგელია(ელენე გაზდელიანი 83 წუთი) 12 . ანი კვახანჯელიძე  13 ლანა ქარდავა(ანა კულდონაშვილი 46 წუთი) 14.ნათია სხირტლაძე

შეცვლაზე:  7 . თამარ ახობაძე 15 . თეკლა ბურჯანაძე 17 . მაიკო ხუციშვილი.

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ ნათაძე

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: ზურაბ სამუშია

ექიმი: ქუჯი გამსახურდია

ადმინისტრატორი: მამუკა კიკნაძე

 

მატჩის შემდეგ : მთავარი მწვრთნელი თენგიზ ნათაძე .

” საინტერესო შეხვედრა გამოვიდა , ფეხბურთელებმა ბევრი იშრომეს მოედანზე სამწუხაროა , რომ დავმარცხდით , სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ჩვენი მომენტების რეალიზაცია რაც მოწინააღმდეგემ პირიქით შეძლო და ორიდან ორი მომენტი გამოიყენა . ბევრი სამუშაო გვაქვს ჯერ მხოლოდ მესამე ტურია წინ ბევრი თამაშია მთავარია ახალ ეს მარცხი დავივიწყოთ და ვკონცენტრირდეთ “ნორჩი დინამო”-სთან მატჩზე . ფაორიტებზე და უშუალო კონკურენტებზე საუბარი ჯერ ადრეა ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება ! ვბრძოლობთ ჩემპიონობისთის ! 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp