FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ოფიციალური განცხადება !

უპირველეს ყოვლისა, გვინდა კლუბის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ,  ჩვენი კლუბის ასეთი მხარდაჭერისთვის და ასეთი ინტერესისთვის!

გვინდა გაცნობოთ, რომ საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის ყველა ფეხბურთელს, კლუბთან აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი(შრომითი ხელშეკრულება), რომელიც ითვალისწინებს, რომ ფეხბურთელს არ აქვს უფლება, რომელიმე საინფორმაციო საშუალებას, მიცეს რაიმე ტიპის ინტერვიუ, კლუბის ნებართვის გარეშე.

მოგიწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, ფეხბურთელთან ინტერვიუ შეუთანხმოთ კლუბის ოფიციალურ წარმომადგენლებს!

აგრეთვე გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი კლუბის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება, დამახინჯება, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან თავისი ინტერესებისთვის გამოყენება, კონკრეტული კადრების ამოჭრა, ხმის გათიშვა და გამოყენება დაუშვებელია! ყველა ტიპის ვიდეო თუ ფოტო, რომელიც იქნება განთავსებული კლუბის ოფიცილურ საიტზე, ფეისბუქ, ინსტაგრამ და ჩვენი კლუბის იუთუბ არხებზე, წარმოადგენს კლუბის საკუთრებას და კლუბის ნებართვის გარეშე, მისი აღება, გავრცელება, კანონით ისჯება!

მსგავსი ვიდეო თუ ფოტომასალის აღების მსურველებმა, მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე!

აგრეთვე:

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კლუბის მიერ განხორციელებული პირდაპირი რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ ემსახურება ქართული ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას და განვითარებას, მოწონებას იმსახურებს გულშემატკივართა უდიდეს ნაწილში. მიგვაჩნია, რომ ჩვენში ქალთა ფეხბურთს აქვს ძალიან კარგი მომავალი და ბედნიერები ვართ, რომ მის შექმნაში, ჩვენს კლუბსაც შეაქვს მოკრძალებული წვლილი!                                                                                                                                                                                                                      ჩვენ მივმართავთ დიდ ძალისხმევას და მიგვაჩნია, რომ ტრანსილაციები კეთდება კარგ დონეზე და ყოველ ჯერზე არის უკეთესი. რა თქმა უნდა არის შეცდომებიც, რის გამოსწორებაზეც ჩვენ ვმუშაობთ და რაც მიგვაჩნია, რომ არანაირად არ უნდა გახდეს ქილიკის და ლანძღვის საბაბი!                                                                                                                                                                                                                                                                                    ზუსტად ანალოგიურ მიდგომას აქვს ადგილი, ზოგიერთი ვაიგულშემატკივრის მხრიდან, რომლების ძირითადად ტროლების პროფილებით აკეთებენ უმსგავსო კომენტარებს, ოხუნჯობენ და ილანძღებიან და გვინდა ვუთხრათ მათ, რომ მსგავსი პრეცედენტის განმეორების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დავუბლოკავთ წვდომას ჩვენს გვერდებთან! საბედნიეროდ, მსგავსი ერთუჯრედიანების რიცხვი, ერთობ მცირეა!                                                                                                                                           საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის ადმინისტრაცია.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp