FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი: თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ, ბევრი უნდა ვიშრომოთ!

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელის, დავით თაქთაქიშვილის მატჩის შემდგომი ინტერვიუ:

” თუ გვინდა, რომ რაიმეს მივაღწიოთ, ბევრი უნდა ვიშრომოთ. წინ გველოდება ბევრი რთული შეხვედრა და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ მატჩებში ამ შეცდომებს არ დაუშვებთ, რამაც დღეს მარცხი გამოიწვია. გუნდში იმდენად დიდი მოტივაციაა, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია ყველა ფეხბურთელს ის ფაქტი, რომ შეიძლება დავმარცხდეთ. დღეს სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რამაც გამოიწვია ჩვენი მარცხი! მოწინააღმდეგე გუნდის არ შეფასება, რამაც შემდეგ იჩინა თავი, სათამაშო დისციპლინის დარღვევა და მივიღეთ გოლი, რომელსაც მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე შემილია ვთქვა, რომ არ ვიმსახურებდით! მოწინააღმდეგე გუნდმა შექმნა მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი და გამოიყენა, ჩვენ კი შევქმენით ბევრად მეტი, მაგრამ ვერ გავიტანეთ! ვფიქრობ, მიუხედავად განვლილ მატჩებში ყველზე ცუდი შეხვედრისა, რომელიც დღეს ჩავატარეთ,  მარცხს არ ვიმსახურებდით და ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. 

ვაგრძელებთ ბრძოლას! წინ 21 ტურია და დიდი მარათონი გვიწევს. მთავარია გამოვასწოროთ ჩვენი მენტალური მიდგომა და ვიშრომოთ ყველამ ერთად. მინდა მივულოცო მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვება და შემდეგ შეხვდრებში წარმატება ვუსურვო! ჩემს ფეხბურთელებს კი მადლობა გადავუხადო შრომისთვის, რაც დღეს გაიღეს და იმედი მაქვს, შემდეგ შეხვდრებისთვის ეს მატჩი იქნება გაკვეთილი, თუ როგორ არ უნდა ითამაშო და დააფასო მოწინააღმდეგე გუნდი! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp