FC DINAMO SOKHUMI

“მოგზაურობა ისტორიაში” – სოხუმის “დინამო” საქართველოს სსრ 1937 და 1938 წლების ჩემპიონატებში

საქართველოს მეორე ჩემპიონატი 1937 წელს გაიმართა. მონაწილეობა ექვსმა გუნდმა მიიღო: “ლოკომოტივი” თბილისი, “ზიი” თბილისი, “დინამო” ბათუმი, “დინამო” სოხუმი, “დინამო” ქუთაისი, “ფოთი”. ჩემპიონობისთვის ბრძოლა, ორ თბილისურ გუნდს შორის იყო გაჩაღებული. ორივე მათგანმა თანაბარი, 8-8 ქულა დააგროვა. ბოლო ტურში ისინი ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ. “ზიი”, რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გახლდათ “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, რაც ანგარიშშიც აისახა, 2-1 “ლოკომოტივი”-ს სასარგებლოდ და საქართველოს ახალი ჩემპიონი მოევლინა – “ლოკომოტივი” თბილისი.

გათამაშების საბოლოო ცხრილი:

1 . “ლოკომოტივი” თბილისი – 10 ქულა

2 . “ზიი” თბილისი  – 8 ქულა

3 . “დინამო” ბათუმი – 6 ქულა

4 . “დინამო” სოხუმი – 4 ქულა

5 . “დინამო” ქუთაისი – 2 ქულა

6 . “ფოთი ” – 0 ქულა

“დინამო” სოხუმმა შეხვედრები შემდეგი შედეგებით დაასრულა:

1 . “დინამო” სოხუმი – 1 : 4 – “ლოკომოტივი” თბილისი

2 . “ზიი” თბილისი – 3 : 2 – “დინამო” სოხუმი

3 . “დინამო” სოხუმი – 0 : 4 – “დინამო” ბათუმი

4 . “დინამო” ქუთაისი – 1 : 3 – “დინამო” სოხუმი

5 . “დინამო” სოხუმი – 5 : 1 – “ფოთი”

ასეთი გახლდათ საქართველოს 1937 წლის ჩემპიონატი.

 

მძაფრი ბრძოლა გაჩაღდა რესპუბლიკის ჩემპიონობისთვის 1938 წელსაც.  საპატიო ტიტულისთვის სამი გუნდი იბრძოდა: “დინამო” ბათუმი, “ბურევესტნიკი” თბილისი და “ნაუკა” თბილისი.

იყო დრო, როცა ბათუმელები დომინირებდნენ რესპუბლიკურ სარბიელზე, მაგრამ შემდგომ პირველობა თბილისელებს დაუთმეს, მაგრამ ამ ჯერზე თბილისის “დინამო”-ს და “ლოკომოტივი”-ს არყოფნით ისარგებლეს და კარგადაც გამოიყენეს ბოძებული შანსი.  ბათუმელმა ფეხბურთელებმა დაუმარცხებლად განვლეს ტურნირი და დამსახურებულად მოიპოვეს საქართველოს სსრ 1938 წლის ჩემპიონის ტიტული.

ბათუმის დინამოელებმა, სეზონის ბოლოს დუბლი შეასრულეს, როცა “კონსტიტუციის თასი”-ს ფინალში, ანგარიშით 5-2 დაამარცხეს “დინამო” სოხუმი და ამ საპატიო ტიტულის პირველი მფლობელები შეიქმნენ.

საქართველოს სსრ 1938 წლის, რიგით მესამე ჩემპიონატის საბოლოო ცხრილი:

1 . “დინამო” ბათუმი – 13 ქულა

2 . “ბურევესტნიკი” თბილისი – 12 ქულა

3 . “ნაუკა” თბილისი – 11 ქულა

4 . “ფოთი” – 5 ქულა

5 . “დინამო” სოხუმი – 5 ქულა

6 . “დინამო” ქუთაისი – 4 ქულა

7 . “სტრელა” ოჩამჩირე – 4 ქულა

8 . “მეტალურგი” ზესტაფონი – 2 ქულა

“დინამო” სოხუმის მიერ ჩატარებული მატჩების შედეგები ასეთი გახლდათ:

1  . “დინამო” სოხუმი – 1 : 3 – “დინამო” ბათუმი

2 . “ბურევესტნიკი” თბილისი – 4 : 3 – “დინამო” სოხუმი

3 . “დინამო” სოხუმი – 0 : 2 – “ნაუკა” თბილისი

4 . “ფოთი” – 2 : 2 – “დინამო” სოხუმი

5 . “დინამო” სოხუმი – 2 : 1 – “დინამო” ქუთაისი

6 . “სტრელა” ოჩამჩირე – 2 : 3 – “დინამო” სოხუმი

7. “დინამო” სოხუმი – 1 : 3 – “მეტალურგი” ზესტაფონი

კონსტიტუციის თასის ფინალი:

“დინამო” ბათუმი – 5 : 2 – “დინამო” სოხუმი

 

დღეისთვის სულ ეს იყო. ხვალ შემოგთავაზებთ, 1939 და 1940 წლის საქართველოს სსრ ჩემპიონატების მიმოხილვას.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp