FC DINAMO SOKHUMI

ლაშა გიორგობიანი: 31 იანვარს, ტელეკომპანია GMTV-ის პირდაპირ ეთერში, მამუკა ბიძინაშვილი და დავით თაქთაქიშვილი

31 იანვარს, ტელეკომპანია GMTV-ის პირდაპირ ეთერში, 21-00 საათზე გადაცემა სპორტ LIVE-ის ღია ეთერში, ტელემაყურებლების წინაშე წარდგებიან საფეხბურთო კლუბ სოხუმის “დინამო”-ს ხელმძღვანელები – ბატონი დავით თაქთაქიშვილი და ბატონი მამუკა ბიძინაშვილი. გადაცემა სრულად დაეთმობა ისტორიულ, ტრადიციულ კლუბს სოხუმის “დინამო”-ს! გადაცემის სტუმრები ამომწურავად ისაუბრებენ კლუბის ქალთა და ვაჟთა გუნდების სიახლეებზე, რა მდგომარეობაა და როგორ მიდის მუშაობა კლუბის აკადემიის მიმართულებით, როგორ იგეგმება ქვეყნის მაშტაბით არეალის გაფართოვება, როგორი შემადგენლობით წარდგებიან ვაჟთა და ქალთა გუნდები საქართველოს პირველობაზე, რა გეგმები აქვს დასახული ხელმძღვანელობას. თქვენ ბევრ საინტერესო და სასიხარულო ინფორმაციას შეიტყობთ კლუბის მესვეურთაგან. მაშ ასე, 2022 წლის 31 იანვარს, 21-00 სააათზე, დაელოდეთ ტელეკომპანია GMTV-ის პირდაპირ ეთერში სპორტ LIVE-ს. უღრმესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო, სოხუმის “დინამო”-ს ხელმძღვანელობას, ამ კლუბის ყველა წარმომადგენელს ვუსურვო წარმატებები!
ჟურნალისტი: ლაშა გიორგობიანი
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp