FC DINAMO SOKHUMI

“მოგზაურობა ისტორიაში” – პირველი საკავშირო ჩემპიონატი, 1936 წელი

1936 წლის თებერვალში, კოსარევის თაოსნობით სსრკ-ის სპორტკომიტეტში საქმე დაიძრა. საჭირო თათბირებიც გაიმართა და 11 მაისს გაზეთი “კრასნი სპორტი” აქვეყნებს ცნობას, სადაც ვკითხულობთ:

“1936 წლის საფეხბურთო სეზონი, გვპირდება ბევრს საინტერესოს. გათამაშება საბჭოთა კავშირის სამ პირველობაზე: საგაზაფხულო, სსრკ თასი და საშემოდგომო თასის გათამაშება. მონაწილეობას მიიღებს 100-მდე გუნდი”

1936 წლიდანვე სტარტი აიღო  რესპუბლიკურმა ჩემპიონატებმა(ოფიციალურად). აგრეთვე, საქართველოს სსრ  ჩემპიონატის 2 -3 ლიგებმა და რაიონულმა პირველობებმაც.

1936 წლის საქართველოს სსრ ჩემპიონატში, მონაწილეობას იღებდა 5 გუნდი: “ზიი” თბილისი, “დინამო” სოხუმი, “დინამო” ბათუმი, “ფოთი” და “დინამო” ქუთაისი.

ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, იმ დროისთვის უძლიერესი გუნდი – “ზიი” თბილისი, რომელიც წარმოადგენდა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტს. “დინამო” სოხუმმა სადებიუტო სეზონში, ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო.

გათამაშების ცხრილში ხუთეული, შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდა:

  1. “ზიი” თბილისი – 7 ქულა
  2. “დინამო” სოხუმი – 6 ქულა
  3. “დინამო” ბათუმი – 3 ქულა
  4. “ფოთი” – 3 ქულა
  5. “დინამო” ქუთაისი – 1 ქულა

 

“დინამო” სოხუმის მატჩების შედეგები:

1 . “დინამო” სოხუმი – 0 : 4 – “ზიი” თბილისი

2 . “დინამო” ბათუმი – 1 : 4 – “დინამო” სოხუმი

3 . “დინამო” სოხუმი – 3 : 2 – “ფოთი ”

4 . “დინამო” ქუთაისი – 1 : 2 – “დინამო” სოხუმი

 

ასე და ამგვარად, “დინამო” სოხუმი ვიცე ჩემპიონი გახდა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

დღეისთვის სულ ეს იყო! ხვალ წარმოგიდგენთ 1937 და 1938 წლების ჩემპიონატების მიმოხილვას და “დინამო” სოხუმის შედეგებს!                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      ფოტოზე: სოხუმის “დინამო”, 1982 წელი.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp