FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმი 97 წლისაა!

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დაარსებიდან 97 წელი გავიდა!

1925 წლის 14 იანვარს, ქალაქ სოხუმში ჩამოყალიბდა “დინამო” სოხუმი.

გუნდი, რომელიც გახლავთ საქართველოს სსრ ორგზის(1947; 1948) ჩემპიონი, საქართველოს სსრ თასის ორგზის(1944; 1948) მფლობელი,  საქართველოს სსრ კონსტიტუციის თასის მფლობელი(1957), შ. შავგულიძის სახელობის თასის ორგზის(1966; 1984) მფლობელი, სსრკ სპორტსაზოგადოებათა თასის მფლობელი(1962). 1989 წელს მოგებული აქვს, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონა. არის საქართველოს ვიცე ჩემპიონი, თასის ფინალისტი და არაერთგზის პრიზიორი.

კლუბის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ ქართული და საბჭოთა ფეხბურთის ისეთი სახელოვანი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: ავთანდილ ღოღობერიძე, ვლადიმერ მარღანია, ნიკიტა სიმონიანი, ვლადიმერ დოროხოვი, იური გრამატიკოპულო, გიორგი ანთაძე, ვალტერ სანაიაიური ვარდიმიადინიაზბეი ძიაპშიპარევაზ ძოძუაშვილი, ალექსი ილიადი, ოთარ გაბელია, ახრიკ ცვეიბა, გოჩა გოგრიჭიანი, თემურ ქეცბაია, რომან ხაგბა, გელა ინალიშვილი, გიორგი ჩიხრაძე, სოსო მალანია, გურგენ ბენიძე, გოჩა ჟორჟოლიანი და სხვ.

გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში კლუბში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: იური გრამატიკოპულო, გიგა ნორაკიძენიაზბეი ძიაპშიპა,  ნუგზარ ბოჯგუა, გოჩა ჟორჟოლიანი, უჩა ქანთარია, მამუკა კიკნაძე, რევაზ ძოძუაშვილი, დავით თაქთაქიშვილი და სხვ.

2012 წელს, მამუკა ბიძინაშვილის  თაოსნობით, რომელიც გახლავთ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, „დინამო“ სოხუმი კვლავ დაუბრუნდა ქართულ საფეხბურთო სივრცეს და მას შემდეგ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის უცვლელი მონაწილეა. 2013 წლიდან დღემდე სოხუმის „დინამოს“ მაისურით კლუბის ღირსება 250-ზე მეტმა ფეხბურთელმა დაიცვა. ამავე პერიოდში კლუბმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა.

2016 წლიდან კლუბის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს მამუკა ასათიანი. 2018 წელს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა დავით თაქთაქიშვილი, რომელიც 2020 წლიდან ხდება კლუბის ჯერ გენერალური დირექტორი, ხოლო მოგვიანებით დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2020 წელს  ჩამოყალიბდა “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდი და ბავშვთა აკადემია როგორც გოგონათა, ასევე  ვაჟთა მიმართულებით.

კლუბი 2012 წლიდან დღემდე ვითარდება. იყო ჩავარდნები, გაჭირვებაც, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში “დინამო” სოხუმი აუცილებლად გაიმარჯვებს!

კლუბის სახელით გვინდა მივულოცოთ “დინამო” სოხუმის ყველა ქომაგს კლუბის იუბილე, ყველას ვისაც გული შეტკივა ჩვენს გუნდზე, განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ ჩვენს აფხაზ ძმებს ენგურს იქეთ!

დღეს “დინამო” სოხუმი 97 წლის გახდა! გილოცავთ!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp