FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის მატჩების ხილვა 2022 წლიდან ტელეკომპანია GMTV -ის ეთერით შეგეძლებათ !

სასიამოვნო სიახლე! ტელეკომპანია GMTV – ის და საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმს შორის ურთიერთშეთანხმება შედგა!

დღეს ტელეკომპანია GMTV – ს გენერალურ დირექტორ ბატონ გიორგი კვაბზირიძეს და საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თაქთაქიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი, ტელეკომპანიას და კლუბს შორის შეთანხმება გახლდათ. დავით თაქთაქიშვილმა ტელეკომპანიის ხელმძღვანლობას გააცნო კლუბის ხედვები და სამომავლო მიზნები,  რის შემდეგ მოხდა ურთიერთშეთანხმება.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ტელეკომპანია GMTV – ი ვალდებულებას იღებს “დინამო” სოხუმის ვაჟთა და ქალთა გუნდების მატჩები ტელევიზიით გადასცეს! აგრეთვე იგეგმება მატჩების საუკეთესო მომენტების, გოლების და მატჩის შემდგომი ინტერვიუების გადაღება! მატჩებს კი ტელეკომპანია GMTV – ის სპორტული გადაცემების წამყვანი, ლაშა გიორგობიანი წარუძღვება! 

 

 

მსგავსი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, ფეხბურთის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, აგრეთვე “დინამო” სოხუმის მატჩების ხილვა, უკვე ტელევიზიითაც იქნება შესაძლებელი!

 

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp