FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილმა 2021 წელი შეაფასა

✊– მოგესალმებით!
🔹 – დასრულდა 2021 საფეხბურთო წელიც. მინდა შევაფასო ეს წელი, თუ რა გააკეთა “დინამო” სოხუმმა და მე, როგორც ჯერ გენერალურმა დირექტორმა და შემდეგომში დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ.
🔹– პირველყოვლისა, 2021 წლის დასაწყისში, სწორედ ჩემი ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან გაუწყეთ, რომ ჩვენი კლუბი იყო გასაჭირში და საფრთხე იყო იმის, რომ “დინამო” სოხუმი ჩემპიონატში ვერ გამოსულიყო. ჩემდა გასახარად, გამოჩნდა ბევრი ადამიანი, ვინც კლუბს მხარში დაუდგნენ, კომპანიები რომლებმაც თამამად ვიტყვი, კლუბი გადაარჩინეს და იმედი მაქვს ისინი 2022 წელს კვლავ მხარში დაგვიდგებიან, რომ კლუბი მყარად დადგეს ფეხზე და წარმატებისკენ განაგრძოს სრული სვლით სვლა.
🔹– ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი განვითარების ხუთწლინი გეგმა. დავისახეთ მიზანი, რომ შეგვქმნა ძლიერი აკადემია და მისი მშენებლობა დაგვეწყო. განგვეხორციელებინა ინფრასტუქტურული პროექტები, შეგვეცვალა კურსი, ვაჟთა და ქალთა გუნდების დაკომპლექტების წესი გრძელვადიან პერიოდზე გაგვეწერა და საშუალო ასაკი საგრძნობლად გაგვეახალგაზრდავებინა.
🔹 – ჩვენ შევძელით, ჩამოგვეყალიბებინა “დინამო” სოხუმის აკადემია, შევძელით ჩამოგვეყალიბებინა გოგონათა საფეხბურთო სკოლა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს და 200-მდე გოგონა ფეხბურთელი თამაშობს ჩვენს სკოლაში. ჩამოვაყალიბეთ საფეხბურთო ცენტრები, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა – ავჭალა, თემქა, ზღვის უბანი, ზემო ფონიჭალა, ცენტრალური აკადემია კი დიდ დიღომში ჩამოვაყალიბეთ. ჯამში დღეს, არასრულ ერთ წელში, 6-დან 19 წლამდე, 400-მდე ბავშვი ვარჯიშობს ჩვენს აკადემიაში. მიღწევად უნდა ჩავთვალო ერთი რამ, ჩვენთან არც ერთი გოგონა ფეხბურთელი გადასახადს არ იხდის, ხოლო ვაჟთა გუნდების 40%, გადასახადიდან ან სრულად ან სანახევროდ განთავისუფლებულია. მეგობრებო ეს ჩვენ შევძელით არა სრულ ერთ წელში!
🔹– რაც შეეხება ძირითად გუნდებს, საწყის ეტაპზე ორივე მიმართულებით გვქონდა წარმატება დაგეგმილი. სამწუხაროდ არ მოხდა სწორი გათვლა ვაჟთა გუნდის ჩამოყალიბების პროცესში. თავშივე არასწორი იყო ჩემი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნება ჩემპიონატამდე 2 კვირით ადრე და ვფიქრობ, ამ არასწორმა გადაწყვეტილებამ მიგვიყვანა იქამდე, რა შედეგიც მიიღო ვაჟთა გუნდმა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის 1/4 ფინალშია და ივლისის თვეში ბათუმში ფლეი-ოფებზე გაემგზავრება. ცალკე და ალბათ ბევრი საუბარი შეიძლება ჩვენს ქალ ფეხბურთელებზე. 2021 წელს ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელად თენგიზ ნათაძე დაინიშნა, ხოლო მის ასისტენტად ზურაბ სამუშია, რაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც ჩანს კიდეც ცხრილში – 8 მატჩი 8 გამარჯვება და 1 ადგილი! ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გავწიეთ ამ შედეგის მისაღწევად. იყო სირთულეები, უხელფასობა, მიუხედავად ამისა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა გააკეთეს ყველაფერი და გადადგეს უდიდესი ნაბიჯი იმ მიზნისკენ, საითაც ჩვენი გუნდი მიიღწვის. მინდა ჩვენს მწვრთნელებს და ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რაც გაწიეს. ვიცი ეს რთული იყო, მათ არ ქონდათ ის, რისი ღირსიც იყვნენ რეალურად, მაგრამ ეს ყველაფერი 2022 წლიდან გამოსწორდება, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ყველაფრისთვის!
🔹– 2022 წლის მიზნები კი შემდეგია: ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დირექტორთა საბჭო. მისი წევრები არიან – 1. დავით თაქთაქიშვილი(თავმჯდომარე ), 2. მამუკა ასათიანი(კლუბის პრეზიდენტი), 3. მარიამ დიასამიძე(ქალთა გუნდის პრეზიდენტი), 4. გელა ბანცური(კლუბის სპორტული დირექტორ). მათ რიგებს მალე შეემატებიან აკადემიის დირექტორი, კლუბის აღმასრულებელი დირექტორი და კლუბის ფინანსური დირექტორი, მიმდინარეობს კანდიდატურების განხილვა. მაკონტროლებელი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო მამუკა ბიძინაშვილის თავმჯდომარეობით. რაც შეეხება მიზნებს – ქალთა შორის გვაქვს ყველაზე მაღალი მიზანი. მარიამ დიასამიძემ ძალიან მალე აუღო ალღო თანამდებობას და ვფიქრობ, სწორედ მისნაირ მენეჯერებზე დგას ჩვენი ფეხბურთის მომავალი წარმატება. წინ გველოდება დაუვიწყარი წელი, რადგან ქალთა შორის “დინამო” სოხუმი იქნება ამბიციური, სალიდეროდ შემართული გუნდი და შეეცდება მოწინავე პოზიციები არ დათმოს სამომავლოდაც. ჩვენ გავიტანთ ჩვენს სახელს საზღვარგარეთ და მსოფლიოს ვანახებთ კიდევ, რომ “დინამო” სოხუმი კვლავ არსებობს და სოხუმი არის საქართველო! ჩვენი მიზანი და ოცნება ეს გახლავთ! რაც შეეხება ვაჟთა გუნდს, მინდა გადაჭარბების გარეშე ვთქვა – ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც შეუძლია ბრძოლა ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. მათი სათამაშო სტილი, ფილოსოფია, სრულად მიესადაგება ჩვენი კლუბის ფილოსოფიას და მიზნებს. ბიჭები, სულ რაღაც 16-17 წლისები არიან და მიუხედავად ამისა, მათი სათამაშო კლასი არავის დატოვებს გულგრილს! მერწმუნეთ, მალე იხილავთ ამ ბიჭებს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში! გუნდი საფეხბურთო სკოლა “ბასა”-ს აღზრდილია. მთავარ მწვრთნელად  დავით ჩხეტია იმუშავებს. მიზანი, აუცილებლად მაღალი შედეგისთვის ბრძოლა და დაწინაურებაა ზედა ლიგაში!!!
🔹– სიახლე იქნება აგრეთვე ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ტელევიზიასთან, რათა ჩვენი კლუბის როგორც ვაჟების, ასევე გოგონების მატჩები პირდაპირ ეთერში გადაიცეს! ეს მერწმუნეთ ძალიან დიდი სტიმული იქნება და ვთვლი, რომ იმ ტელევიზიებისთვისაც მომგებიანი იქნება!
🔹– მთავარ გამოწვევად  ჩვენთვის რჩება სტადიონები, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა ეს არ არის ადვილი, მაგრამ პირობას ვდებ, ჩვენ ყველა ერთად, ამას შევძლებთ, რომ “დინამო” სოხუმს მალე თავისი სახლი ჰქონდეს! 2022 წელი, ეს არის დიდი იმედების და აქამდე გაწეული შრომის დაფასების წელი, საბოლოო გამარჯვებამდე და წარმატებამდე შორია, მაგრამ მომდევნო წელი ვთვლი, რომ ჩვენი კლუბის ისტორიაში იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და ისტორიაში შევა, როგორც კლუბის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ათვლის წერტილი!
🔹– მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბიძინაშვილს, მამუკა ასათიანს იმ შრომისთვის რაც მათ გასწიეს მთელი წლის მანძილზე და იმ გუნდურობისთვის, რაც მათ აჩვენეს. მადლობა მინდა გადავუხადო – ვასილ ჭეიშვილს, თენგიზ ნათაძეს, ზურაბ სამუშიას, გიორგი ყაჭეიშვილს, გიორგი კალანდაძეს, თეიმურაზ აზმაიფარაშვილს, შალვა წიქარიშვილს, ბაჩო თოდუას, ბექა აბდულიშს, გიორგი ქურხულს, ბაჩა კალანდაძეს, ვახტანგ ჩოჩიშვილს, მირზა სამხარაძეს, თამაზ კალანდაძეს, ქუჯი გამსახურდიას – დიდი მადლობა თვითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის!  აგრეთვე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის დირექტორს ოთარ კაკაბაძეს და მთლიანად მის გუნდს მხარში დგომისთვის!
🔹 მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation -ს ბატონ Levan Kobiashvili -ს ზაზა ზამთარაძეს, ნიკოლოზ ჯღარკავას, ბადრი ქარქაშაძეს, გივი გელაზონიას, სოსო მალანიას, Shalva Ogbaidze-ს, გიორგი ჩაკვეტაძეს, რუსლან აბაშიძეს, ვიტალი ბენდელიანს, გიორგი ბერიანიძეს, თბილისის მერია / Tbilisi City Hall -ს თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly -ს  განსაკუთრებული დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის და კლუბის გადარჩენისთვის უდიდესი საქმის გაწევაში!
საინფორმაციო მხარდაჭერისთვის დიმიტრი ობოლაძეს, მერაბ მამულაშვილს, ლაშა გიორგობიანს. ტელეკომპანია TV Imedi POSTV – ფეხბურთი – ს ლაშა ქოქიაშვილს, გიორგი სანადირაძეს, სპორტ პანორამა / Sports Panorama -ს ჯემალ ფირცხალავას ასეთი განსაკუთრებული ყურადღებისთვის და კლუბის განვითარებაში ხელშეწყობისთვის!
🔹– მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი კლუბის სპონსორებს
RMG / არემჯი Brand R – ს ასეთი დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის, რაც ამ კომპანიებმა გასწიეს ენით აღუწერელია და მადლობა მათ ამისთვის! ❤ იმედი მაქვს 2022 წელს კიდევ გავაგრძელებთ ურთიერთობას და “დინამო” სოხუმის წარმატებებს 2022 წელს ერთად ვიზეიმებთ!
✊– და ბოლოს განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ჩვენს გულშემატკივრებს, ვის გამოც ეს კლუბი არსებობს, ვის გამოც ვთამაშობთ, გავდივართ მოედანზე! ეს გუნდი არის თქვენი, სრულიად საქართველოსი, განსაკუთრებით კი ენგურს იქეთ მცხოვრები ჩვენი ძმების ❤! მჯერა, ჩვენ მალე ერთად ვიქნებით!
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp