FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი: ძალიან დიდი განსხვავებაა თქვენს და ჩვენს შორის!

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თაქთაქიშვილი:

 

“ზოგადად ჩემთვის არახალია, როდესაც მესმის, ჩვენი კლუბის მიმართულებით ცილისმწამებლური განცხადებები. მიზანი კი კლუბის და ჩვენი დისკრედიტაციაა. ჩვენ გადავდგით დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ. მოვიყვანეთ გუნდი 16-17 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული, მათივე აღმზრდელი მწვრთნელებით, ამას მოყვა დიდი აჟიოტაჟი, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდის დისკრედიტაცია. მინდა ძალიან ნათლად ვთქვა ერთი რამ – დიახ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ფული! დიახ  ჩვენ არ ვვარჯიშობთ ისეთ სტადიონზე, სადაც გასახდელში “ტუალეტის” სუნი დგას! დიახ, ჩვენ არ გვაქვს მილიონები, არ ვსარგებლობთ მაღალი ეშელონების სიმპათიებით, ჩვენს კლუბს არ ყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გამოიყენეს და შემდეგ გუნდიდან გააგდეს! რომლებსაც პრემიებს დაპირდნენ და “გადააგდეს”! ჩვენი გუნდი არასდროს არ იყო შემჩნეული ჩაწყობილ თამაშებში! მოკლედ რომ გითხრათ,  ჩვენ ვართ სუფთა გუნდი და ჩვენ რასაც ვიტყვით, ყოველთვის იმას ვაკეთებთ! დღეს შეიძლება არ გვაქვს იმდენი ფინანსები, რამდენიც საჭიროა, მაგრამ ამისთვის  ვმუშაობთ ყოველდღიურად! 

მინდა ყველას მოვუწოდო თავშეკავებისკენ, როდესაც ჩვენზე და “დინამო” სოხუმზე საუბრობს, იმ ადამიანებზე, ვინც ვმუშაობთ. მოგიწოდებთ კორექტულობისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა თქვენთაგანი მიიღებთ საკადრის პასუხს, თუ რეალურად ვინ რისი გამკეთებელია და რაზე შეუძლია ხელის მოწერა! 

ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენს და ბევრ გუნდს შორის. ზოგისთვის წარმოუდგენლია ის, რომ ჩვენ ვახერხებთ ვაჯობოთ მოლაპარაკებების პროცესში! მაგრამ მთავარი საიდუმლო არის ის, რომ პირველ რიგში, ვერთიანდებით იდეის გარშემო! მეორე კი გახლავთ ის ფაქტი, რომ “დინამო” სოხუმს არასდროს უთქვამს ისეთი რამ, რაც არ შეუსრულებია! 

მინდა გისურვოთ ყველას წარმატებები! შევხვდებით საფეხბურთო მოედანზე!”

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp