FC DINAMO SOKHUMI

სადებიუტო მატჩი “დინამო” სოხუმის მაისურით და დამაჯერებელი გამარჯვება !

🔹 დღეს, 2021 წლის სეზონის დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა გამართა, ს.კ. “დინამო” სოხუმმა. როგორც უკვე გაუწყებდით, კლუბის მთავარ გუნდში, მთლიანად შეიცვალა შემადგენლობა და ისე მოხდა, რომ ამ ჭაბუკებისთვის სეზონის ბოლო მატჩი, პირველი გამოდგა კლუბის მაისურით. გელა ბანცურის და დავით ჩხეტიას ფეხბურთელებმა შესანიშნავად ჩაატარეს შეხვედრა და ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს რეგიონლიგელი მეტოქის კარში, სადაც 2022 წელს თავად მოუწევთ სოხუმის “დინამო”-ს ღირსების დაცვა!
🗓 21.12.2021
🥅 თბილისის ოლიმპიური კომპლექსი
🎗 ამხანაგური შეხვედრა
🕒 15-00 საათი
🔶ს.კ. “იბერია-2010″ თბ. – 0 : 4(0 : 1) – ს.კ.”დინამო” სოხუმი🔷
⚽️ გოლები:
0 : 1 – ტაბატაძე, 16 წუთი
0 : 2 – აფხაზიშვილი, 50 წუთი
0 : 3 – ბალღიაშვილი, 60 წუთი
0 : 4 – ქარდავა, 73 წუთი
🔹 შემადგენლობა : ლუკა ცაბაურაშვილი დათო ფერაძე ლუკა ბადაგაძე გიორგი გვალია გიორგი გვასალია ლუკა ბოჭორიშვილი დუტა ქარდავა დათი აფხაზიშვილი ნიკუშა ტაბატაძე ზუკა მაზმიშვილი ნიკა ბალღიაშვილი
🔷 სათადარიგო : ლადო ჯარიაშვილი, გიორგი მაჩიტაძე , ნიკა სიდამონიძე, რატი მოსიძე , ვახო ურუშაძე.
🔷 მთავარი მწვრთნელი : დავით ჩხეტია
🔹 ხვალიდან ფეხბურთელები საშობაო არდადეგებზე წავლენ და იანვრის შუა რიცხვებიდან შეუდგებიან 2022 წლის სეზონისთვის მზადებას.
✌️❤️❤️წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალ დაპირისპირებებში!
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp