FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის სპორტულ დირექტორად გელა ბანცური იმუშავებს

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის სპორტულ დირექტორად გელა ბანცური დაინიშნა!

გელა ბანცური ვეტერანი ქართველი ფეხბურთელია. წლების განმავლობაში გამოდიოდა “შევარდენი 1906” თბილისში,  “დინამო” თბილისში, ბაქოს “ასკ”-ში, ლანჩხუთის “გურია”-ში.

კლუბის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გელა ბანცური უხელმძღვანელებს ვაჟთა მიმართულებას სრულად. მის დაქვემდებარებაში იქნება “დინამო” სოხუმის აკადემია, ძირითადი გუნდი და სამოყვარულო გუნდებიც. მთავარი მიზანი, კლუბის რეგიონულ ლიგაში გამარჯვება და ზედა ლიგაში აღზევებაა! ასევე, აკადემის სტრუქტურულად კიდევ უფრო გამართვა!

მოგვიანებით შემოგთავაზებთ ინტერვიუს გელა ბანცურთან.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp