FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდს დავით ჩხეტია უხელმძღვანელებს

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ჩხეტიაა!

დავით ჩხეტია ვეტერანი ქართველი ფეხბურთელია, წარმოშობით აფხაზეთიდან, კერძოდ კი გალიდან გახლავთ.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში  თამაშობდა გალის “მზიურში”,  ზესტაფონის “მარგვეთში”,  ქუთაისის ‘ტორპედო”-ში, ლანჩხუთის “გურია”-ში.

2022 წლიდან, დავით ჩხეტია შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას!

კლუბის მიზანი, 2022 წლის რეგიონული ლიგის მოგება იქნება!

უახლოვეს პერიოდში, წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის ახალ ფეხბურთელებს და მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp