FC DINAMO SOKHUMI

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის განცხადება.

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის განცხადება:

” ჩვენი კლუბი წლების განმავლობაში ანხორციელებს სოციალურ პროექტებს. უკვე წლებია ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან “ჯანსაღი და მომავალი თაობისთვის”  და მის პრეზიდენტ ნიკოლოზ კაპანაძესთან და ვანხორციელებთ უპრეცედენტო პროექტს! ზემოთ ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის კურატორობის ქვეშ გახლავთ თბილისში და საქართველოს მაშტაბით რამდენიმე ქალაქში, ბავშვთა სახლები და დღის ცენტრები, რომლიდანაც ხდება  ფეხბურთელების ადაპტაცია ჩვენს აკადემიაში! ნიკოლოზ კაპანაძის არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჩვენს კლუბს არაერთი ფეხბურთელი მოაწოდა. პროექტის მიზანია, ამ სტატუსის მქონე ბავშვების კიდევ უფრო მეტი სოციალიზაცია, ფეხბურთის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ბენეფიციარების საფეხბურთო ცოდნის პროფესიონალურ დონეზე გაგრძელება! ყველა ამ სახის ბავშვის ხარჯს, სწავლის საფასურს, ფორმის, ინვენტარის, ზაფხულის და ზამთრის შეკრების ხარჯებს ფარავს საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმი და მსგავსი ფეხბურთელი ჩვენს აკადემიაში 10-ზე მეტია. აგრეთვე ჩვენს კლუბში არიან დევნილი, სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებსაც კლუბი შეძლებისდაგვარად უქმნის ყველა პირობას, რაც მათი საფეხბურთო წინსვლისთვის არის აუცილებელი. ჯამში “დინამო” სოხუმის აკადემიაში 400-მდე ფეხბურთელი ირიცხება, როგორც ვაჟი, ასევე გოგონა. 400 ბავშვიდან 120 ფეხბურთელი სრულად განთავისუფლებულია გადასახადებისგან, 100-მდე ფეხბურთელი კი სწავლის საფასურის ნახევარს იხდის! ასევე, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელები, რომლებიც არ იხდიან გადასახადს, ასეთი 50 ფეხბურთელი გვყავს.  ჯამში 400-დან 170 ფეხბურთელი არ იხდის გადასახადს ხოლო 100 განახევრებულ გადასახადს იხდის. აგრეთვე ყველა ფეხბურთელზე კლუბი უზრუნველყოფს სავარჯიშო თუ სათამაშო ეკიპირების გადაცემას, მატჩების ორგანიზებას. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით – მსგავსი სოციალური მიმართულება, საქართველოში არ აქვს, არც ერთ საფეხბურთო კლუბს! 

ჩვენი კლუბი აკადემიას უყურებს როგორც საშუალებას იმისთვის, რომ მოხდეს ფეხბურთელების გაზრდა და მიწოდება ძირითადი გუნდებისთვის, ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, ჯანსაღი წესის დანერგვისთვის! ჩვენი კლუბის დაინტერესება არაა, აკადემიაში გადასახადი გავზარდოთ ასტროლიგიურ ციფრებამდე და გავხადოთ ბავშვთა აკადემია ფულის საკეთებელი ცეხი! ჩვენს კლუბს აქამდე მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია! დღეს გვაქვს საფუძველი, ეს განცხადება გავაკეთოთ, რათა გაიგოს ყველა ადამიანმა, რომ “დინამო” სოხუმის აკადემია არის ერთადერთი აკადემია, შეიძლება რეგიონშიც კი, რომელსაც აქვს ასეთი სოციალური მიმართულება! აქვე ვაცხადებთ – მოვა დრო, როდესაც კლუბი ფინანსურად იქნება იმგვარად გამართული, რომ შეძლებს ყველა ფეხბურთელის განთავისუფლებას გადასახადისგან! ეს იქნება ძლიერი საფეხბურთო მონაცემების, თუ სუსტი მოთამაშე! ჩვენი პოლიტიკა და ლოზუნგია – “ფეხბურთი ყველას” და ჩვენი კლუბი ამ პროექტს ბოლომდე მიიყვანს! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp