FC DINAMO SOKHUMI

2021 წლის რეგიონული ლიგის გათამაშება დასრულდა

დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის აღმოსავლეთის ზონის რეგიონული ლიგის გათამაშება.

2021 წლის სეზონი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდმა ჩააგდო და ეს მის  ისტორიაში, იყო ყველაზე წარუმატებელი. ამ სეზონში კლუბის მაისური, ოცდაათზე მეტმა ფეხბურთელმა მოირგო. გუნდმა ჩატარებული 25 მატჩიდან, ორ შემთხვევაში მოახერხა მოგება, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 21 შეხვედრაში დამარცხდა და მხოლოდ 21 გოლი გაიტანა, 97 გაშვებულის წილ!

2021 წლის სეზონში, სამი მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. გუნდი ვასილ ჭეიშვილმა შეკრიბა, მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე 1 კვირით ადრე, დავით თაქთაქიშვილმა ჩაიბარა, ხოლო ჩემპიონატის შუა წელში კი, გიორგი ყაჭეიშვილმა და გიორგი კალანდაძემ.

ბევრი შეცდომა იყო, მიუხედავად ამისა, ჩვენს გულშემატკივრებს გვინდა ვუთხრათ, რომ  2022 წელს  “დინამო” სოხუმი იქნება ძლიერი გუნდი და ის შეცდომები, რაც ამ სეზონში იყო, აღარ იქნება მომავალში დაშვებული. ჩვენ გარდამავალ ეტაპზე ვართ და მსგავსი წინდაუხედავი ნაბიჯები აღარ გვეპატიება. ის მიმართულება რაც კლუბმა აირჩია – ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტი წარმოჩინება და მაქსიმალური ასაკის 18-19 წლამდე დაყვანა ვფიქრობთ, რომ წარმატებას მოგვიტანს. უახლოვეს პერიოდში წარმოგიდგენთ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, სპორტულ დირექტორს და აკადემიის ტექნიკურ დირექტორს. აგრეთვე წარმოგიდგენთ ახალ ფეხბურთელებს, რომლებიც 2022 წლის სეზონში, “დინამო” სოხუმის მაისურს მოირგებენ!                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                დასრულებულ 2021 წლის სეზონში, კლუბის საუკეთესო გოლეადორი, 10 შეხვედრაში გატანილი 6 გოლით, ვახტანგ კოპლატაძე გახლდათ.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp