FC DINAMO SOKHUMI

ზურაბ სამუშია – ბევრი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, უმაღლეს ლიგაში ჩვენი წარმატებისთვის

ზურაბ სამუშია – “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის მწვრთნელი:                                                                            “როგორც ჩვენი გულშემატკივრებისთვის არის ცნობილი, გასული წელი ჩვენი გუნდისთვის ძალიან რთული და ამავდროულად ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვართ და სასიხარულოა, რომ ამ ეტაპზე სადაც ახალი ენერგიები გვჭირდება, ჩვენს დიდ ოჯახს შემოუერთდა და ქალთა გუნდს სათავეში ჩაუდგა მარიამ დიასამიძე, რომლის დიდი იმედი გვაქვს ყველას, დიდი ნდობა გამოვუცხადეთ გაცნობის დღიდან და ვთვლი, რომ იმ დასახული მიზნებისთვის ბრძოლას, ახალი წლიდან მარიამი, ჩვენთან ერთად შესანიშნავად წარუძღვება. დავისახეთ გარკვეული მიზნები, რომლის განხორციელებაც უკვე დავიწყეთ და ამ ყველაფერს ძალიან დიდი მოტივაციით და ენერგიით უძღვება! მალე გახდება გულშემატკივრისთვის ცნობილი ახალი ფეხბურთელების სახელები, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალა იქნება და მნიშვნელოვნად გამოსწორდება სათამაშო ხარისხი, რაც გადამწყვეტი ფაქტორი იქნება უმაღლეს ლიგაში ჩვენი წარმატებისთვის. ხარისხი აქამდე მართალია არ გვაკლდა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის მაღალი ლიგისთვის. ჩემი და თენგოს მთავარი მიზანი ისაა, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაშისას მიიღონ ის დიდი სიამოვნება, რაც ამ სპორტშია და რა გრძნობის გამოც ვერთიანდებით, მთელი საფეხბურთო სამყარო. ვარჯიშიდან ფეხბურთელები ბედნიერები ბრუნდებიან სახლში, რაც ჩვენთვის სასიხარულოა და ბევრად დიდ მოტივაციას ვღებულობთ ამ ფაქტით. ყოველთვის დიდ მიზანს ვისახავთ და მაქსიმუმზე ვფიქრობთ, რაც წარმატების ერთ ერთი მთავარი იარაღია, ამან მოგვიყვანა აქამდე და დავაფიქსირეთ ის ციფრები, სატურნირო ცხრილში რაც დღეს გვაქვს. ეს ყველაფერი იყო ამ წარმატების მთავარი მიზეზი. რაც მთავარია ყველა ადამიანმა, რომელიც ჩვენი გუნდის კარს შემოაღებს, უნდა გაითავისოს რა ისტორიის მქონეა დინამო სოხუმი, ყოველი ახალი წარმატება დარჩება ამ გუნდის დიდ ისტორიას, რომლის მონაწილეებიც თავად გახდებიან“.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp