FC DINAMO SOKHUMI

ტელეკომპანია “იმედი”-ს სიუჟეტი “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის საკადრო ცვლილებებზე !

“დინამო” სოხუმსი ქალთა გუნდის პრეზიდენტად მარიამ დიასამიძის დანიშვნა ტელეკომპანია იმედმა გააშუქა.

დიმა ობოლაძე: “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის პრეზიდენტად 25 წლის მარიამ დიასამიძე დაინიშნა! კლუბის დირექტორის, დავით თაქთაქიშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზად დიასამიძის საერთაშორისო კავშირები სახელდება. კლუბის ახალი ხემძღვანელობის უმთავრესი მიზანი “დინამო” სოხუმის ევრო ტურნირებზე გაყვანა იქნება. მარიამ დიასამიძე, “35-ე საფეხბურთო სკოლის”, “ნორჩი დინამო”-ს და “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდებში გამოდიოდა. 

 

დავით თაქთაქიშვილი: ჩვენი გეგმები დაემთხვა ერთმანეთს, კლუბის განვითარებასთან დაკავშირებით, ამიტომ დირექტორთა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ უკვე 2022 წლიდან მარიამი ჩადგომოდა ქალთა გუნდს სათავეში და იმ მიზნისკენ, რა მიზნებიც ჩვენს კლუბს ამოძრავებს, სწორედ ის წარუძღვეს. 

 

მარიამ დისამიძე: ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს პოზიცია, როდესაც შემომთავაზეს. ძალიან გამიხარდა და ძალიან დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. იგეგმება ძალიან კარგი ტრანსფერები. ჩვენი მიზანია, რომ გუნდი გავიყვანოთ პირველ ადგილზე ჩემპიონატში, გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მთელს მსოფლიოს, რომ აფხაზეთი არის საქართველო! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp