FC DINAMO SOKHUMI

ქართულ გუნდს პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება .

RMG / არემჯი – “დინამო” სოხუმის გენერალური სპონსორი
✊– გვინდა გაცნობოთ , რომ “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის პრეზიდენტის თანამდებობას 25 წლის მარიამ დიასამიძე დაიკავებს!!!
👉– მარიამ დიასამიძე უახლოვეს პერიოდში, შეხვდება გუნდის მწვრთნელებს და გააცნობს მათ სამომავლო გეგმებს.
✊❤ – გვინდა წარმატებები ვუსურვოთ, “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის ქალ პრეზიდენტს – მარიამ დიასამიძეს!

„მარიამ დიასამიძე უახლოვეს პერიოდში შეხვდება გუნდის მწვრთნელებს და მათ სამომავლო გეგმებს გააცნობს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდის ქალ პრეზიდენტს მარიამ დიასამიძეს“, – წერია გუნდის განცხადებაში.

კლუბის დირექტორმა დავით თაქთაქიშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მარიამ დიასამიძე თავადაც ფეხბურთელი იყო.

„მარიამი ყოფილი ფეხბურთელია, ნიჭიერი ადამიანია და საერთაშორისო კომპანიასთან და ფეხბურთელთან კარგი კავშირები გააჩნია. მთლიანად ქალთა სექტორი მას გადავაბარეთ. მარიამი თამაშობდა 35-ე სკოლის გუნდში, „ნორჩი დინამოსა“ და სოხუმის „დინამოში“. ის ფეხბურთში ჩინებულად ერკვევა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებას სერიოზულად გააძლიერებს“.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp