FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმში სტრუქტურული გადაადგილებები იგეგმება …

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმი, განვითარების ხუთწლიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. კლუბში ხორციელდება მმართველი ბორდის გაფართოვება და სრულად ავტონომიურ მართვაზე გადასვლა –  ვაჟთა გუნდი, ქალთა გუნდი, ვაჟთა აკადემია, ქალთა აკადემია. ეს მიმართულებები იქნება კონკრეტული მმართველების ქვეშ, რომლებსაც ექნებათ განსაზღვრული, ავტონომიური,  ინდივიდუალური მოქმედების უფლება, იმ კონკრეტულ გეგმასთან შესაბამისობაში, რაც კლუბის განვითარების გეგმას არ იქნება აცდენილი.  კლუბის მართვის სტილი კი იქნება შემდეგი:

მმართველი ორგანო – დირექტორთა საბჭო. წევრები: კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე – დავით თაქთაქიშვილი 

კლუბის პრეზიდენტი – მამუკა ასათიანი 

ქალთა გუნდის პრეზიდენტი – ?

ვაჟთა გუნდის სპორტული დირექტორი – ? 

გოგონათა აკადემიის დირექტორი – ?

ვაჟთა აკადემიის დირექტორი – ? 

კლუბის აღმასრულებელი დირექტორი – ? 

კლუბის მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი – ?

“დინამო” სოხუმის ბაზის დირექტორი – ? 

მაკონტროლებელი ორგანო კლუბის სამეთვალყურეო საბჭო. წევრები:

კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – მამუკა ბიძინაშვილი 

კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე – დავით თაქთაქიშვილი 

კლუბის პრეზიდენტი – მამუკა ასათიანი 

 

ყველა თანამდებობაზე კანდიდატურების შერჩევა მიმდინარეობს და უახლოვეს პერიოდში წარმოგიდგენთ მათ, რომელთაც სამეთვალყურეო საბჭო დაამტკიცებს. ისინი უფლებამოსილების განხორციელებას 2022 წლის 1 იანვრიდან შეუდგებიან. 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით –  “დინამო” სოხუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ბიძინაშვილი:

“კლუბში ახალი სისხლის შემოსვლა, მართვის სტილის დახვეწა და მისი დროსთან შესაბამისობაში მოყვანა, შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია! მივესალმები ორგანიზაციულ სიახლეებს და ვიმედოვნებ, რომ  მმართველი ბორდი “დინამო” სოხუმს წაიყვანს იმ წარმატებისკენ, რაც ჩვენი კლუბის მიზანია!”

მამუკა ასათიანი – “დინამო” სოხუმის პრეზიდენტი:

“აუცილებელია მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს კლუბის მართვა და მოხდეს დეცენტრალიზაცია კონკრეტულ გუნდებზე თუ აკადემიის მიმართულებებზე. მჯერა, რომ ამგვარი მიდგომით, რომელიც გუნდურ მართვაზე იქნება ორინტირებული, კოლექტივი უფრო ქმედითუნარიანი გახდება და უფრო მალე მივაღწევთ იმ მიზანს, რაც ჩვენს კლუბს აქვს!” 

დავით თაქთაქიშვილი – “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს  თავჯდომარე:

” როდესაც ვსაუბრობთ, რომ კლუბი უნდა განვითარდეს, აუცილებელია მაკონტროლებელი ორგანო და პროფესიონალი ხალხი, ვინც იქნება ორიენტირებული კონკრეტულ მიმართულებაზე, რომელიც სინთეზში იქნება კლუბის განვითარების პროგრამასთან. მიმაჩნია, რომ ეს მოგვცემს უფრო სწრაფ ეფექტს განვითარების, ვიდრე ახლა გვაქვს. ჩვენი კლუბი ძალიან დიდი ნაბიჯებით ვითარდება, ეს ფაქტია, ჩვენი მიზანი 2022 წელს ამბიციური იქნება. არ ვისაუბრებ დღეს ამ თემაზე, მალე იქნება ყველაფრის პრეზენტაცია და ნახავთ ყველა თუ რას ვგეგმავთ, მაგრამ მინდა ერთი გითხრათ, ყველა თანამდებობის პირი იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და პასუხს აგებს შედეგით! 15 დეკემბერს წარმოგიდგენთ ამ პროფესიონალ ადამიანებს, ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ადამიანებს და ერთად დავიწყებთ 2022 წლიდან კლუბის წინსვლის გეგმის სისრულეში მოყვანას!” 

 

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, კლუბი გაასაჯაროვებს მის ბორდში შემავალ დირექტორებს და ისინი, წარდგენილები იქნებიან საზოგადოების წინაშე.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp