2021 საფეხბურთო წელი, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ფესტივალით დასრულდა.
ტურნირი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, ხოლო მისი მხარდამჭერები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ფეხბურთის განვითარების ფონდი გახლდნენ და აგრეთვე 35-ე საფეხბურთო სკოლა.
ტურნირში მონაწილეობა 12 გუნდმა მიიღო, მათ შორის “დინამო” სოხუმის აკადემიის გუნდმა. ტურნირი 2011-2012 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში მიმდინარეობადა.
2021 წლის გურამ გაბისკირიას თასის გათამაშების გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” გახდა . ჩვენი კლუბის სახელით ვულოცავთ ამ წარმატებას.
ჩვენი აკადემიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თვითოეულ მატჩში პროგრესირებენ. ბაჩა კალანდაძის და გიორგი ქურხულის გუნდი, ამ ტურნირზე ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული იყო.