FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – ჩემთვის არის საოცრება რაც “დიდ დიღომში” ხდება !

დავით თაქთაქიშვილი – “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე , დიდ დიღომში მიმდინარე საფეხბურთო მოედნის ირგვლივ ატეხილ მოვლენებს ეხმაურება .

 

ჩემთვის სიურპრიზი იყო რასაც ვადევნებდი თავალს და დღესაც ვადევნებ . ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ თბილისში დაანგრიეს , და ფეხბურთს ჩამოართვეს უამრავი სტადიონი , რაც უცებ შემიძლია გავიხსენო ესაა : “თბილისის” თბილისის სტადიონი ავლაბარში , “ოლიმპი” თბილისის სტადიონი ჯიქიაზე , ტექნიკური უნივერსიტეტის სტადიონი , ჯერ მიითვისა საქ. უნივერსიტეტმა და შემდეგ დაანგრიეს და იქ ახლა ავტოსადგომია . სუკონკა დიდუბეში , ნორჩი დინამოს ბაზა დიდუბეში , დინამოს სათადარიგო დიდუბეში , ომც -ს ბაზა დიღმის მასივში , ზეემკა, ასევე  ფეხბურთშ ჩამოერთავ ისტორიული სტადიონები , კონიაკის დასახლებაში და ისანში შევარდენის ისტორიული მოედანი და გადაეცა რაგბს , მეგობრებო ეს რაც უცებ გავიხსენე და კიდევ მერწმუნეთ ძალან ბევრია . წლების განმავლობაში მიდიოდა ქართული ფეხბურთის მიზანმიმართული ნგრევა და ხმა არავის ამოუღია ერთეულებს თუ არ ჩავთვლით ! დღეს რა ხდება ?! აშენდეა ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი , სპორტის აკადემიის მოედანი ვაკეში , ნუცუბიძის პლატოზე საფეხბურთო ცენტრი , გლდანში საფეხბურთო ცენტრი ,  რეგიონებს აღარ ჩამოვთვლი რადგან მხოლოდ თბილისზე ვსაუბრობ ასევე გარემონტდა თ.ს აკადემიის მოედანი და დაიგო ახალი ხელოვნურ საფარიანი მოედანი , ასევე ბენდელას მოედანი , 35 საფეხბურთო სკოლის მოედანი ( მარაკანა) , და მალე  უნდა დაიწყოს დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობაც . მე ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს იმ წარსულიდან გამომდინარე თუ ვინმე იტყოდა ოდესმე , რომ მოედანი აქ არ ააშენოთო ! სადაც 1000 მდე ბავშვმა უნდა ივარჯიშოს და ეზიაროს ჯანსაღ სპორტის სახეობას რასაც ფეხბურთი ქვია ! მე მესმის იმ ადამინებსი ვინც ამას ეწინააღმდეგება და ნამდვილად შევდივარ მათ მდგომარეობაში მაგრამ მათი არგუმენტი , რომ ეს იქნება დახურული მოედნები და ჩაბეტონდება ეს არის ცრუ ინფორმაცია და ეს ადამიანები შეყავთ შეცდომაში ყველა მგზავსი ობიექტი შეგიძლიათ ნახოთ რაც სფფ -მ გააკეთა და ნახავთ თუ როგორი მოვლილია და როგორი გამწვანებული მიმდებარე ტერიტორია . ასევე არგუმენტი , რომ კორპუსებს შუა არსად არ არის მოედანი ესეც ცრუ ინფორმაციიაა შეგიძლიათ ნახოთ ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი კორპუსია მის უკანაც და გვერდითაც . ასევე არასწორი ინფორმაციიაა , რომ ამ ცენტრში ბავშვბის მიღება არის დაგეგმილი თითქოსდა ფულის საკეთებლად , მე როგორც “დინამო” სოხუმის ერთ-ერთი მართველი შემიძლია ვუთხრა ყველა ადამიანს და შევთავაზო , რომ “დინამო” სოხუმის აკადემიის კარი იქნება ყველა ადგილობრივისთის ღია და ისინი შეძლებენ უფასოდ ვარჯიშს ! ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით! მიდნა ყველას მოუწოდო სიმშვიდისკენ  ეს მოედანი დიდ დიღომს და კონკრეტულ ლოკაციას ჭირდება წყალივით და მინდა იცოდეს ყველამ , რომ არ არსებობს მხოლოდ ერთი მხარეს ყველაფერს აქვს ორი მხარე და ჩვენ , რომ არ ვჩანვართ ასე არ ნიშნავს იმას , რომ არ ვარსებობთ ! ვართ ძალიან ბევრი ! არ აქვს მნიშვნლობა იმ კონკრეტული 4-5 კორპუსში მაცხვრებლი ბავშვები დადინა თუ არა ეს კეთდება სრულიად დიდი დიღმისთვის , მე მინდა მხარდაჭერა გამოუცხადო და მადლობა გადაუხადო გიორგი რევაზიშვილს ასეთი თმენისთვის  რაც მან დღეს გამოიჩნა მიუხედავად იმ დიდი შეურაწყოფებისა რაც ისმოდა და რაც მე ვნახე ! ასევე გვინდა ჩვენი კლუბის პოზიცია გამცნოთ ჩვენ სრულ მხარდაჭერას უცხადებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმ ჩვენი 400 ზე მეტი ფეხბურთელით რომელიც დიდ დიღომში ვარჯიშობს ! საჭიროების შემთხვევაში კი ჩვენ აუცილბლად დავაფიქსირებთ ჩვენს აზრის მაგრამ ეს არ უნდა იყოს აღთქმული როგორც რაიმე ტიპის კომფრონტაცია არამედ ჩვენც გვაქვს უფლება დავაფიქსიროთ ჩვენი სუბიექტური აზრი მშვიდად და წყნარად ყოველგვარი ექსესების და აჟიოტაჟის გარეშე , ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არის უმაღლეს ხარისხში დღეს და ვიმედოვნებ , რომ ჩვენი აზრის გამოხატულება  რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მეორე მხარისთის ისინი ჩვენი აზრის გამოხატულებას პატივს ცემენ ისევე როგორც ჩვენ ვცემთ მათი აზრის გამოხატვას პატივს , მიუხედავად იმისა თუ რამდენად აცდენილია ჩვენი სურვილები და მოთხოვნები ერთმანეთს .  ” 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp