2021 წლის 26 ნოემბერს, შედგა ს.კ. “დინამო სოხუმის დირექტორთა საბჭოს სხდომა ასევე , შეხვედრა მწვრთნელებთან. საბჭომ დავით თაქთაქიშვილის ხელმძღვანელობით შემდეგი გადაწყევტილებები მიიღო:
- ვაჟთა გუნდი(ძირითადი გუნდი; რეგიონული ლიგა) – მწვრთნელების დანიშვნა, გუნდის ფორმირება და ბიუჯეტის დამტკიცება.
(აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა გადაიდო 5 დეკემბრისთვის)
2. ქალთა გუნდი(ძირითადი გუნდი; ეროვნული ლიგა) – ბიუჯეტის დამტკიცება, სამომავლო მიზნების დასახვა და ფეხბურთელების შერჩევა მომდევნო სეზონისთვის.
(ბიუჯეტი დამტკიცებულია, ფეხბურთელების შერჩევა გაგრძელდება 2022 წლის იანვრის ბოლომდე)
- ქალთა გუნდი (დუბლშემადგენლობა; ეროვნული ლიგა 2) – მწვრთნელების დანიშვნა, ბიუჯეტის დამტკიცება და ფეხბურთელების შერჩევა მომდევნო სეზონისთვის.
( ბიუჯეტი დამტკიცდა, ფეხბურთელების შერჩევა გაგრძელდება 2022 წლის იანვრის ბოლომდე, მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ – ბაჩა კალანდაძე და გიორგი ქურხული)
- U19, U17 და U15 გუნდები(ჭაბუკთა ლიგა) – მწვრთნელების დანიშვნა, ფეხბურთელების შერჩევა, ბიუჯეტის დამტკიცება.
( ბიუჯეტი დამტკიცდა და დაინიშნენ მწვრთნელები: U19 – გიორგი ყაჭეიშვილი, გიორგი კალანდაძე; U17 დავით თაქთაქიშვილი , თორნიკე ბურდული; U15 – თეიმურაზ აზმაიფარაშვილი. ფეხბურთელების შერჩევა გაგრძელდება იანვრის ბოლომდე)
- “დინამო’ სოხუმის აკადემიის ასაკობრივი საშეჯიბრო გუნდების ჩამოყალიბება და მომდევნო სეზონისთვის გეგმირება. აგრეთვე ზამთრის შეკრების ორგანიზება.
( კონკრეტული სტრატეგია განისაზღვრა და ამ სტარტეგიის მეშვეობით იხელმძღვანელებენ აკადემიის თუ ძირითადი გუნდის მწვრთნელები)
- წლის შემაჯამებელი ვიდეოკლიპის გადაღება, კლუბის 2021 წლის საქმიანობასთან დაკავშირებით.
(ვიდეოკოლაჟის გაკეთება დაიგეგმა ამა წლის 4 დეკემბერს)
- საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის ბაზების მშენებლობის საკითხის განხილვა.
( მოხდა შეხვედრა კონკრეტულ ინვესტორთან და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები. მომდევნო შეხვედრა და ბიზნეს პროექტის გაცნობა მოხდება 5 დეკემბერს)
- 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, აგრეთვე სპონსორების მოძიების მექანიზმის ჩამოყალიბება.
(2022 წლის ბიუჯეტი ყველა მიმართულებით დამტკიცდა, ხოლო სპონსორებთან ურთიერთობის დაგეგმვა დაიწყება დეკემბრის 15 რიცხვიდან)
- “დინამო” სოხუმის აკადემიის დირექტორის დანიშვნა
(აღნიშნული საკითხი გადადებულია 2021 წლის 5 დეკემბრამდე)
- კლუბში ინვენტარიზაცია
(აღნიშნული საკითხი გადადებულია 2021 წლის 5 დეკემბრამდე)
- ქალთა გუნდის ლიცენზირების დასრულების შეჯამება
(აღნიშნული საკითხი შეფასდა დადებითად)