FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – U17 გუნდის ვარჯიში 1 დეკემბრიდან დაიწყება …

დავით თაქთაქიშვილი – “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე :

 

” როგორც მოგეხსენებათ , 2022 წლიდან ჩვენი გუნდი გამოვა ჭაბუკთა ლიგაში , ხოლო გუნდების ვარჯიშები აქტიურად მიმდინარეობს . U17 გუნდის ვარჯიში კი 1 დეკემბრიდან დაიწყება , რომლის მთავარი მწვრთნელიც მე გახლავართ , ვფიქრობ , რომ  ეს პოსტი დამეხმარება უფრო მეტად ვიყო ჩართული აკადემიის ფორმირებაში და მეტად ვიზრუნო ასაკობრივი გუნდებიდან ძირითად გუნდებში ფეხბურთელების მიწოდების საკითხზე . ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვამბობ , რომ ჩვენი მთავარი მიზანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჩვენი აკადემიის მიერ აღზრდილი ფეხბურთელებით დაკომპლკტება ძირითადი გუნდის რისკენაც მივდივართ , მინდა გითხრათ , რომ 2022 წელს “დინამო” სოხუმის ძირითადი გუნდი იქნება ისეთი ძლიერი როგორიც არასდროს წინ დიდი სიურპრიზები გელოდებად და მერწმუნეთ იმ გუნდიდან საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში არაერთ ფეხბურთელს იხილავთ , ჩვენი მიზანიც ეს გახლავთ რაც ისტორულად იყო “დინამო” სოხუმის არსი! ჩვენ 96 წლოვანი ისტორიის მქონე კლუბი ვართ და უფლება არ გვაქვს ვიყოთ რიგითი გუდი და მხოლოდ მონაწილეობა მივიღოთ ჩემპიონტში არაფრისთვის , ჩვენ ყველგან უნდა გვქონდეს ჩვენი ხელწერა ! ჩვენი  ფილოსოფაი , სისტემა , რომელიც აუცილბლად უნდა იყოს სინთეზში ჩვენს ისტორიასა და კულტურასთან და ასეც იქნება 2020 წელს ავამოწედეთ 5 წლინი კლუბის განვითარების პროგრამა რასაც მივყვებით ეტაპობრივათ , ძალინ რთულ გზას გავდივართ მინიმალური ფინანსებით ვაკეთებთ მაქსიმუმს რაც სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა ,ვთვლი , რომ სწორედ მივდივართ მიუხედავად იმ რთული წელისა რომელიც ჩვენ გავიარეთ ეს წელი არის ჩემთვის წარმატებული იმის გამო , რომ “დინამო” სოხუმის დღეს ყავს აკადემია როგორც ვაჟთა ასევე ქალთა რაც ჩვენ ერთად შევძელით სულ რაღაც 8 თვეში 400 ზე მეტი გოგონა და ვაჟი გვყავს და 20 ზე მეტი მწვრთნელი და პერსონალი , როცა 2019 წლამდე მხოლოდ 1 გუნდი და 5 მწვრთნელი და პერსონალი . ამ წელს ბეწვისხიდზე გავიარეთ რადგან ავირჩიეთ კურსი რომელიც ან დაგვღუპავდა ან მოგვცემდა სწორ რელსებზე დადგომის საშუალებას და ვთვლი , რომ ჩვენ სწორ რელსებზე დავდექით მომდევნო წელი იქნება რთული მაგრამ უფრო მძლავრი შედეგების თვალსაზრისით რადგან ამ წელს ჩვენ დავთესეთ პროგრესი და აუცილბლად მივიღებთ ამის მინიმალურ ნაყოფს მომდევნო წელს როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის . ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ კლუბის პირობების გაუმჯობესებას და იმედი მაქვს ამაში ბევრი კერძო კომპანიაც მოგვხმარება და დაგვიდგება გვერძე რადგან მგონია ,რომ “დინამო” სოხუმი ეს არაა მხოლოდ ჩემი გუნდი და რომელიმე ბორდის წევრის , ეს გუნდი სრულიად საქართველოსია !!! დიახ “დინამო” სოხუმი ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ჩვენ ამ გუნდის აღორძინების პროცესში  ვართ ჩართულები ხოლო რა გამოგვივიდა ამ მცირე ხანში , შეფასება თქვნთვის მომინდია ! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp