ხვალ 26 ნოემბერს, 17:00 საათზე, “დინამო” სოხუმის აკადემიის ბაზაზე(დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს N 49), გაიმართება კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომა და ასევე, დირექტორატის შეხვედრა მწვრთნელებთან.
დღის წესრიგი ასეთი გახლავთ:
- ვაჟთა გუნდი(ძირითადი გუნდი; რეგიონული ლიგა) – მწვრთნელების დანიშვნა, გუნდის ფორმირება და ბიუჯეტის დამტკიცება.
- ქალთა გუნდი(ძირითადი გუნდი; ეროვნული ლიგა) – ბიუჯეტის დამტკიცება, სამომავლო მიზნების დასახვა და ფეხბურთელების შერჩევა მომდევნო სეზონისთვის.
- ქალთა გუნდი (დუბლშემადგენლობა; ეროვნული ლიგა 2) – მწვრთნელების დანიშვნა, ბიუჯეტის დამტკიცება და ფეხბურთელების შერჩევა მომდევნო სეზონისთვის.
- U19, U17 და U15 გუნდები(ჭაბუკთა ლიგა) – მწვრთნელების დანიშვნა, ფეხბურთელების შერჩევა, ბიუჯეტის დამტკიცება.
- “დინამო’ სოხუმის აკადემიის ასაკობრივი საშეჯიბრო გუნდების ჩამოყალიბება და მომდევნო სეზონისთვის გეგმირება. აგრეთვე ზამთრის შეკრების ორგანიზება.
- წლის შემაჯამებელი ვიდეოკლიპის გადაღება, კლუბის 2021 წლის საქმიანობასთან დაკავშირებით.
- საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის ბაზების მშენებლობის საკითხის განხილვა.
- 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, აგრეთვე სპონსორების მოძიების მექანიზმის ჩამოყალიბება.
- “დინამო” სოხუმის აკადემიის დირექტორის დანიშვნა.
- კლუბში ინვენტარიზაცია.
- ქალთა გუნდის ლიცენზირების დასრულების შეჯამება.