FC DINAMO SOKHUMI

2022 წლიდან სრულიად განსხვავებული ეტაპი იწყება “დინამო” სოხუმის ცხოვრებაში!

მამუკა ბიძინაშვილი(ს.კ. “დინამო” სოხუმის სამეთვალყურეო სამჭოს თავმჯდომარე):                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    “განვლილი წლები სრულად ემსახურებოდა კლუბის არსებობისთვის აუცილებელი სეგმენტების ჩამოყალიბებას, რაც უაღრესად რთული და შრომატევადი პროცესია, მით უმეტეს მაშინ, როცა ამის გაკეთება ნოლიდან გიწევს. უნდა ითქვა, რომ ჩვენ ეს წარმატებით შევძელით, რაც უკვე 2022 წლიდან გვაძლევს, ჩვენი გუნდების რიცხვის გასამმაგების საშუალებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეგიდირებულ ტურნირებში როგორვ ვაჟთა, ასევე ქალთა მიმართულებით და ეს სულ ჩვენი აკადემიის კადრებით! გვეყოლება უაღრესად პერსპექტიული და ბრძოლისუნარიანი გუნდები ყველა ტურნირში, მაღალ სპორტულ შედეგებზე ორიენტირებული! მართალია დროში გაიწელა. მაგრამ რაც მთავარია დადებითად გადაწყდა, ჩვენი კლუბის ბაზის და სტადიონის აშენების საკითხი, რასაც სულ მალე იხილავს ფართო საზოგადოებრიობა. მიმაჩნია, რომ ეს არის უდიდესი საქმე და მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა, დაწყებული სფფ-დან, აფხაზეთის ა/რ მთავრობამდე! უკვე გაზაფხულისთვის ვგეგმავთ ახალმოსახლეობას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კლუბი ამ მოვლენას, სტრუქტურულად აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და გამართული ხვდება!”

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp