FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილს – International Olympic Committee Federation IOCF – ს სერთიფიკატი გადაეცა !

👉 – დღეს აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის სამინისტროს(ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში) გაიმართა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee-ის (სეოკ) და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის(სოკ)-ის International Olympic Committee Federation IOCF ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი.
👉 – მასში მონაწილეობას იღებდნენ სპორტული კლუბების ხელმძღვანელები და სხვადასხვა რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტები. სემინარში მონაწილეობა მიიღო, “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ, დავით თაქთაქიშვილმა.
✊– სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს საერთაშორისო სერთიფიკატი გადაეცათ, მათ შორის, ჩვენი კლუბის ხელმძღვანელს დავით თაქთაქიშვილს, რომელსაც სერთიფიკატი აფხაზეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა(აფხაზეთის ა/რ სპორტის და კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) ვიტალი ბენდელიანმა გადასცა.
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp