FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – მოხარული ვარ ასეთი აქტიურობით

დავით თაქთაქიშვილი – ს/კ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე .

 

როგორც იცით გამოვაცხადეთ მიღება 15-17-19 წლამდე ფეხბურთელების. მოლოდინს გადააჭარბა და მოხარული ვარ იმ აქტივობით, რაც გვაქვს. ძალიან ბევრი ფეხბურთელი დარეგისტრირდა უკვე და ჩვენ  1 დეკემბრიდან ძალიან ბევრ კარგ ინფორმაციას მოგაწვიდთ.

ვგეგმავ, ნოემბრის 25 რიცხვში, კლუბის დირექტორთა საბჭო მოვიწვიო და სხდომაზე დავამტკიცოთ სამოქმედო გეგმა, რაც 1 დეკემბერს  გასაჯაროვდება და წარმოგიდგენთ. “დინამო” სოხუმს რეგიონულ ლიგაში რომელი გუნდი წარადგენს, ვინ იქნება მისი მთავარი მწვრთნელი. აგრეთვე ვინ იქნებიან 19, 17 და 15 წლამდე გუნდების მწვრთნელები. აგრეთვე მოხდება გუნდების პრეზენტაცია.

 

მინდა გითხრათ, რომ ვმუშაობთ წლის შემაჯამებელ ვიდეოკლიპზე, სადაც იქნება ასახული 2021 წლის  საფეხბურთო სეზონის შეჯამება და ვფიქრობ საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ კლუბმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე. ახლა არ ვისაუბრებ ბევრს ამ თემაზე, რადგან ვრცლად ვიდეო კლიპიდან შეიტყობთ, თუ რაოდენ დიდი სამუშაო გავწიეთ და კლუბი როგორ ვითარდება. გარკვეული ასპექტები იყო ძალიან რთული და მტკინვეული და მოგვიწია ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ეს პროცესია და ამ პროცეს ვერავინ გავექცევით.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს აკადემიაში მიღება გრძელდება და ნებისმიერ მსურველს 6 დან 19 წლამდე შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენი საიტის მეშვეობით და ჩაირიცხოთ ჩვენს ბავშვთა  აკადემიაში.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp