FC DINAMO SOKHUMI

პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კონგრესი თბილისში …

22 ნოემბერს ქალაქ თბილისში გაიმართება პროტოკოლის მსოფლიო საერთაშორისო კონგრესი.

ჩვენს ქვეყანას სამუშაო ვიზიტით, პარაგვაის სახლმწიფო მინისტრი – ცერემონიალების მთავარი სამმართველოს უფროსი, ხულიო ხოსე ეჩაგუე ესტუმრება და შეხვდრებს გამართავს როგორც ქალაქ თბილისში, აგრეთვე სხვა ქალაქებში.

აგრეთვე მოწვეული იქნებიან, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, მუნიციპალიტეტების მერიების ხელმძღვანელები და საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები.
კონგრესზე, წარმოდგენილი იქნება “არგენტინის სახლი საქართველოში”, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც ლოცვა-კურთხევა მისცა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის“ კავშირის(არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი)  ქვეყნებს შორის, კულტურული, სპორტული, ტურისტული და სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. აგრეთვე, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგების, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოების შექმნას, ფეხბურთის აღორძინებასა და სხვა.
ბატონი ხულიო ხოსე ეჩაგუე მარტინესი, საქართველოში ჩამოდის პარაგვაის პრეზიდენტის, ბატონი მარიო აბდო ბენიტესის გადაწყვეტილებით, რომელიც კონგრესის გარდა,  შეხვედრებს გამართავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
ა.წ. 15 ნოემბერს, “პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია”, წერილს რეგისტრაციაში გაატარებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რომლითაც გაცნობებთ კონგრესის გამართვის ადგილს, დროს და სამუშაო პროგრამას. აგრეთვე, ჩვენს მიერ ეცნობება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს!

ღონისძიების ორგანიზატორი: არგენიტინის სახლის ხემძღვანელი საქართველოში ,

“პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის” დამფუძნებელი წევრი-საქართველოდან
ნიკოლოზ პატარქალიშვილი.
“კონგრესის მუშაობაში, მონაწილეობას მიიღებს, საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თაქთაქიშვილი. 22 ნოემბერს, იგი სიტყვით მიმართავს კონგრესის მონაწილეებს და საპატიო სტუმრებს.” 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp