FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმი საქართველოს ჩემპიონი …

სოხუმის „დინამო“ 1925 წლის 14 იანვარს, ქალაქ სოხუმში ჩამოყალიბდა. 1936 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს სსრ საფეხბურთო ჩემპიონატისა და თასის გათამაშებაში. საქართველოს სსრ ორგზის ჩემპიონი (1947, 1948) და საქართველოს სსრ თასის ორგზის (1944, 1948) მფლობელი.

კლუბის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ ქართული და საბჭოთა ფეხბურთის ისეთი სახელოვანი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: ავთანდილ ღოღობერიძენიკიტა სიმონიანიიური გრამატიკოპულოვალტერ სანაიაიური ვარდიმიადინიაზ ძიაპშიპარევაზ ძოძუაშვილი, ალექსი ილიადი, ოთარ გაბელია, ახრიკ ცვეიბა, გოჩა გოგრიჭიანი, თემურ ქეცბაია, სოსო მალანია,გოჩა ჟორჟოლიანი და სხვ.

გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში კლუბში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: იური გრამატიკოპულო, გიგა ნორაკიძენიაზ ძიაპშიპა, ნუგზარ ბოჯგუა, გოჩა ჟორჟოლიანი, უჩა ქანთარია, მამუკა კიკნაძე, რევაზ ძოძუაშვილი და სხვ.

 

 

1944 წლის შემოდგომაზე საქართველოს სსრ თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც 12 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“ გარდა, აფხაზეთიდან გათამაშებაში ოჩამჩირის საფეხბურთო ნაკრებიც მონაწილეობდა. სოხუმელმა ფეხბურთელებმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარეს. მათ ჯერ მახარაძის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით — 9–0, ხოლო შემდეგ თბილისის „შრომითი რეზერვების“ გუნდს მოუგეს — 6–1 და ფინალში ქუთაისის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტი შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შედგა და დიხამინჯიას და ვარდიმიადის გოლებს წყალობით კვლავ სოხუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დასრულდა. სოხუმის დინამოელები პირველად გახდნენ საქართველოს სსრ თასის მფლობელები. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა კლუბის არსებობის ისტორიაში.

 

როგორც მოგეხსენებათ “დინამო” სოხუმი 96 წლოვანი ისტორიის მქონე კლუბია და ასევე აქვს მრავალი ჯილდო მოპოვებული.

საქართველოს სსრ ჩემპიონატი :

  • ჩემპიონი: 1947, 1948 

  • ვიცე-ჩემპიონი: 1936 

  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1955 

 

საქართველოს სსრ თასი : 

  • თასის მფლობელი: 1944, 1948
  • ფინალისტი: 1947 

 

  • ამ ტიტულებთან ერთად კლუბს აქვს მოპოვებული 

საქართველოს კონსტიტუციის თასი – 1957  

შავგულიძის სახელობის თასი – 1966 , 1984

სპორტსაზოგადოებათა თასი – 1962 . 

 

საინტერესოა გავიხსენოთ ჩვენი კლუბის საჩემოპიონო წლები და ის ფეხბურთელები, ვინც იმ სეზონში თამაშობდნენ :

1947 წელი :

გუნდის მოთამაშეები
გენადი ბონდარენკო, გიორგი გრამატიკოპულოალექსანდრე დოროხოვი, ივანე ვარდიმიადი, იური ვარდიმიადი, ნიკოლოზ ვარდიმიადი, ანდრო ზაზროევი, გიორგი იოლჩიდი, გ. ნადარეიშვილი, ანესტი ოლფანიდი, ანესტი ტრიანდაფილიდი.

1947 წლის საქართველოს სსრ თასის გათამაშებაში სოხუმის „დინამომ“ მეორედ შეძლო ტურნირის ფინალში გასვლა. მათ თანამიმდევრობით დაამარცხეს ბათუმის „ბურევესტნიკი“ (7–0), მახარაძის (+–-), ოჩამჩირისა (4–2) და ზესტაფონის (4–2) საფეხბურთო ნაკრებები და ფინალში ბათუმის „დინამოს“ პირისპირ წარდგნენ. ბათუმელებმა, თავის მხრივ, ქუთაისის „დინამოსა“ და გუდაუთის ნაკრების გამოუცხადებლობის შემდეგ, მეოთხედფინალურ ეტაპზე ზუგდიდის ნაკრები დაამარცხეს — 5–1, ხოლო ნახევარფინალში, თბილისის 35-ე სკოლის ფეხბურთელთა გუნდი — 3–0. სოხუმისა და ბათუმის დინამოელთა ფინალური შეხვედრა ამჯერად ბათუმელთა გამარჯვებით — 2–0 დამთავრდა. ბათუმის დინამოელებმა კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს საქართველოს სსრ თასის მფლობელთა საპატიო ტიტული.

 

1948 წელი –

გუნდის მოთამაშეები
ნისბი აჟიბა, ნ. არგუნი, გენადი ბონდარენკო, ა. გაბუნია, შ. გობეჯიშვილი, ა. გოგიჩაიშვილი, შ. დონდუა, ს. ესაკია, იური ვარდიმიადი, ნიკოლოზ ვარდიმიადი, ვ. ვეკუა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ თარბა, გიორგი იოლჩიდი, შ. ლომინაძე, გ. სიგუა, პ. სიჭინავა, გ, ჩხარტიშვილი.

1948 წლის საქართველოს სსრ საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში 44-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონის ტიტულის მთავარ პრეტენდენტებად სოხუმისა და ქუთაისის დინამოელები განიხილებოდნენ. განვლილ ჩემპიონატზე სოხუმელებმა შეძლეს ქუთაისელთა დამარცხება, თუმცა, ამჯერად ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს რევანშის აღება და სოხუმელ თანაკლუბელებს მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი მარცხი აგემეს (5–2), ხოლო თავის მხრივ ორ ფრეს დასჯერდნენ ბათუმისა (1–1) და ფოთის (2–2) დინამოელებთან შეხვედრებში. შედეგად, გათამაშების ბოლო ტურისთვის არსებული მაჩვენებლებით ორივე გუნდს, ქულათა თანაბარი რაოდენობა აღმოაჩნდა და ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი მატჩი დაინიშნა. გადამწყვეტ შეხვედრაში სოხუმელმა ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს (4–2) და ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონის წოდება.

 

 

 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp