FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – 2022 საფეხბურთო წელი გაცილებით ნაყოფიერი იქნება!

დავით თაქთაქიშვილი – საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე .

 

” 2022 წლისგან ველი ბევრად უკეთეს შედეგებს ვიდრე გვაქვს წელს. როგორც იცით, 2021 წლიდან კლუბმა დაიწყო ახალი ცხოვრება, ახალი პროგრამით, ახალი მიზნებით და ამოცანებით. ჩვენ გარდამავალ ეტაპზე პოსტკრიზისულ სიტუაციაში ვართ. ეს წელი ბეწვის ხიდზე გავიარეთ და კიდევ ორი თვე წინ გვაქვს, მაგრამ თამამად მინდა ვთქვა, რომ კლუბი რელსებზე დადგა, თან სწორ რელსებზე და ახლა მთავარია სრული სვლით წინ ვიაროთ. ამისთვის მთავარია ინფრასტრუქტურა! ამ მიმართულებით კი კლუბი აქტიურად მუშაობს და ვიმედოვნებ, რომ სულ მალე, კლუბს ექნება თავისი ბაზა! ძალიან მიხარია, რომ კლუბი “დინამო” სოხუმი ყველამ იცის და ნელ -ნელა იბრუნებს პოპულარობას და უბრუნდება იმ გულშემატკივართა დიდი არმია, ვისაც უკვე მივიწყებული ქონდა კლუბი. მე როგორც მმართველი ბორდის ხელმძღვანელი პირობას ვდებ, რომ 2022 წელს “დინამო” სოხუმის ყველა გუნდი, ეს იქნება აკადემიის, თუ ძირითადი გუნდები, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა მიმართულებით, ითამაშებენ ხარისხიან და კარგ ფეხბურთს, რომელსაც ამ გუნდისგან მიჩვეული იყო ქართველი გულშემატკივარი და ამ გუნდით და მისი შედეგებით იამაყებენ  ენგურს აქეთ და ენგურის იქეთ მცხოვრები ადამიანები! ვიმედოვნებ, რომ მალე აღარ დაგვჭირდება საუბარი ენგურს იქეთ და აქეთ და მალე სოხუმში, ჩვენ სახლში ვითამაშებთ! იქ, სადაც ამ გუნდის ისტორიული სამყოფელია!!! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp