FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – რთული და გარდამავლი წელია !

დავით თაქთაქიშვილი – ს.კ. “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე: რთული და გარდამავალი წელია!

” რთული წელი გამოგვივიდა და ჯერ კიდევ წინაა ორი თვე. ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა.  ჩვენი გუნდი გარდამავალ პერიოდშია, პროგრამის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს 2021-2026 წლებს, რთულად მისაღწევია! მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი რამ. 2021 წელს ჩამოვაყალიბეთ აკადემია! გავხდით(პრაკტიკულად) ქალთა ლიგა 2 -ის ჩემპიონები! რეგიონულ ლიგაში მივეღეთ მონაწილეობა რთულად, მაგრამ მაინც! 2022 წელს  ეს საძირკველი უნდა განვავითაროთ და მასზე შენობის დაშენაბა უნდა დავიწყოთ! რაშიც ინფრასტრუქტურა იქნება აუცილებელი. ზოგისთვის წარმოუდგენელია, ამ ყველაფერს სახსრების გარეშე როგორ ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ ის მცირე ფინანსები, როგორ უნდა მივმართოთ და რა მიმართულებით გამოვიყენოთ ფული! დიდი იმედი მაქვს, მოვახერხებთ შემდეგი სეზონისთვის იმ პროგრამა მინიმუმს, რაცაა ფინანსების მოძიება, ჩვენ ამას შევძლებთ და  გვეყოლება უფრო კონკურენტული გუნდები ყველა დონეზე და ჩვენი აკადემია იქნება უფრო გამართული, უფრო სისტემური  და დალაგებული! სტრუქტურის გამართვა ადვილი არაა იმ პირობებში, როგორშიც ჩვენ ვართ, მაგრამ ამას ეტაპობრივად ვახერხებთ! 2022 წლის სეზონში, ვფიქრობთ ფეხბურთელების დამატებას  ქალთა მიმართულებით, რათა შევქმნათ კონკურენტული გარემო უმაღლეს ლიგაში, ხოლო რეგიონულ ლიგაში  გვაქვს ძალიან კარგი პროექტი და სრული პასუხისმგბლობით ვამბობ, რომ თუ ჩვენ შევძელით იმ გუნდის მოწვევა და დავუმატებთ ჩვენს ბიჭებს, იქნება საუკეთესო სინთეზი და ვიქნებით ერთ-ერთი უძლიერესი და მთავარი ფავორიტი ლიგაში! ასევე, 2022 წლისთვის ვგეგმავთ, რომ  გავაძლიეროთ ურთიერთობები საერთაშორისო მიმართულებით და გავმართოთ როგორც ვაჟებში, ასევე ქალებში საერთაშორისო ამხანაგური მატჩები. ხოლო აკადემიის ბავშვებით საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის სურვილიც გვაქვს. ამ მიმართულებით გვაქვს კიდეც მოწვევები ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან, ქუვეითიდან, თურქეთიდან! საინტერესო წელი გველოდება წინ. არ ვამბობ, რომ საოცრებები იქნება, მაგრამ ვიქნებით უფრო ძლიერები, ვიდრე ვართ წელს, იქნება უკეთესის მოლოდინი, უფრო ცოტა კრიზისული პერიოდი, მაგრამ სწორი მუშაობით, ჩვენ ბევრ რამეს შევძლებთ! 2021 წლის სეზონში, გუნდი იარსებებდა თუ არა, ეგ იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ შევძელით სწორ გზაზე დავმდგარიყავით, იყო შეცდომებიც, მაგრამ შეცდომას ის არ უშვებს, ვინც საქმეს არ აკეთებს, ამიტომ ალბათ საჭიროც იყო, რომელ შეცდომებსაც აღარ გავიმეორებთ შემდგომ სეზონებში, ეს იქნება ჩემთვის და ყველასთვის გაკვეთილი! ჩვენს გულშემატკივარს კი, რომლებიც მრავლად გვყავს  გეტყვით – მალე მოვა ის დრო, როდესაც თქვენ კვლავ ისევ ისე იამაყებთ თქვენი გუნდით და თქვენი ქალაქის გუნდით, როგორც უწინ! “დინამო” სოხუმი იქნება მუდამ გუნდი, რომელიც ყოველდღიურად გააგრძელებს პროგრესს!” 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp