FC DINAMO SOKHUMI

გიორგი ყაჭეიშვილი – “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელია !

გიორგი ყაჭეიშვილი “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას სეზონის ბოლომდე შეასრულებს. მასთან ერთად გუნდში, გიორგი კალანდაძე იმუშავებს.

“გიორგი ყაჭეიშვილმა და გიორგი კალანდაძემ გუნდში დავით თაქთაქიშვილი ჩაანაცვლეს, რომელიც კლუბში დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ რჩება.”

 

შეგახსენებთ, რომ რეგიონული ლიგის დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი და ამ მატჩებში გუნდის მიზანი, რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგებაა, რათა სატურნირო მდგომარეობა გამოსწორდეს. ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლას, საკადრო ცვლილებებიც მოყვა. დაწინაურდა არაერთი ფეხბურთელი ჩვენი აკადემიიდან და შემდგომ მატჩებს სწორედ მათი მონაწილეობით გამართავს ჩვენი გუნდი.  

 

“კლუბის სახელით გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გიორგი ყაჭეიშვილს და გიორგი კალანდაძეს დარჩენილ მატჩებში.”

 

 

  • გიორგი ყაჭეიშვილი – “ჩემთვის უდიდესი პატივი და გამოწვევაა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება! შევეცდები ჩემი ცოდნა მაქსიმალურად გამოვიყენო შემდგომ მატჩებში და გუნდს წარმატება მოვუტანო !” 

 

  • გიორგი კალანდაძე – “ეს კარგი შესაძლებლობაა აკადემიის ბავშვებისთვის, რათა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და დაამტკიცონ, რომ მათ შესწევთ ძალა იმისა, რომ  დაიმკვიდრონ ადგილი ძირითად გუნდში!  აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ეს საპასუხისმგებლო პოსტი გვანდეს!” 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp