FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ !

ძალიან ბევრი ფიქრის,  ემოციების შემდეგ, მივიღე ეს გადაწყვეტილება! მიუხედავად იმისა, რომ შედეგზე ორიენტაცია ჩვენ არ გვქონია ამ წელს, უნდა დამენახა მონდომება და ერთიანობა, რაც სამწუხაროდ ვერ დავინახე! როდესაც 18 წლის ბიჭისთვის გიწევს იმის ახსნა, რომ უნდა გაიქცე მოედანზე, ორთაბრძოლაში შეხვიდე და ასე შემდეგ და 17-18 წლის ბიჭს, რომ ეზარება ვარჯიშზე მოსვლა, მე ასეთ ფეხბურთელებთან ვერ ვიმუშავებ! მე მსურდა ჩემი გამოცდილება და ცოდნა მათთვის გამეზიარებინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს სურვილი ორმხრივი არ აღმოჩნდა! ძალიან გულგატეხილი და ნაწყენი ვარ პირველ რიგში ჩემს თავთან, რომ მე ეს ნაბიჯი გადავდგი და დავთანხმდი მთავარ მწვრთნელობას კვლავ, ალბათ ჩემს ცხვრებაში ეს იყო უდიდესი შეცდომა! ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გუნდში მოვიდნენ ფეხბურთელები თხოვნით, რომ ჩვენ მათთვის ხელი გაგვემართა და მოგვმზადებინა, რაც ასევე ჩვენს გუნდსაც გამოადგებოდა, შემდეგ კი ამ ფეხბურთელებმა შუა გზაზე მიგვატოვეს, როგორც იტყვიან – გემიდან პირველი ვირთხები გარბიან! რთულია ეს ჩემთვის, მაგრამ  როდესაც მოედანზე ვდგავარ და ვუყურებ ჩემს გაწვრთნილ გუნდს, რომელიც უსახურად აგებს თამაშს და მეორე დღეს ამის გამოსასწორებლად ფეხბურთელი არ მოდის ვარჯიშზე, ეს უკვე მეტისმეტია! აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე, რომ “დინამო” სოხუმის მთავარი მწვრთნელის პოსტი დავტოვო! რაღა თქმა უნდა, ვრჩები  დირექტორთა საბჭოს თავჯდომარედ. ახლა მეტი დრო მექნება აკადემის მიმართულებით მუშაობაში და მეტი ყურადღება შემიძლია მივაქციო ჩვენს ქალთა გუნდსაც, როგორც ხელმძღვანელმა! ასე, რომ მადლობა ყველას, ვინც მართლაც გულით იყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ  გუნდის და თავის ღირსება დაეცვა მოედანზე! სამწუხაროდ ჩემთვის, მაგრამ ფაქტია, რომ “დინამო” სოხუმის 96 წლოვანი ისტორიის მანძილზე, 2021 წლის გუნდი შევა, როგორც ყველაზე სუსტი გუნდი და ორმაგად სამწუხაროა, რომ ამის თავში მე ვეწერები, როგორც მთავარი მწვრთნელი! ამ გადმოსახედიდან კი უნდა ვაღიარო, რომ 2020 წლის სეზონის გუნდი არ უნდა დაგვეშალა და მათი შრომა უფრო მეტად უნდა დაგვეფასებინა! ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომები და ეს იყო დიდი გაკვეთილი და დიდი გამოცდილება და შემდგომში ვიცი,რომ მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებ! 

მოკლედ, დიდი მადლობა ყველა ფეხბურთელს, ვინც მართლაც გულით და სულით იყო მოედანზე და აკეთებდა იმ საქმეს, რომელიც მას უნდა გაეკეთებინა! წარმატებებს ვუსურვებ თვითოეულ ფეხბურთელს ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში, რომლის ვინაობასაც ორშაბათს გამოვაცხადებთ! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp