FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – შეხედეთ “შერიფს” – “ყარაბახს” ჩვენ რა გვჭირს ?!

დავით თაქთაქიშვილი – შეხედეთ “შერიფს” – “ყარაბახს” ჩვენ რა გვჭირს ?!

დავით თაქთაქიშვილი – “დინამო” სოხუმის მთავარი მწვრთნელი (დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე)

ფეხბურთი ძალიან წინ წავიდა და ვითარდება ყოველწამიერად, პლიუს ფეხბურთი და სპორტი არის ყველაზე დიდი პოლიტიკა და რეკლამის საშუალება, აგრეთვე ყველაზე პოპულარული სპორტი მსოფლიოში. აგერ  გუშინ სენსაცია მოხდა უდიდესი! შერიფმა, რომელიც გახლავთ კომფლიქტური რეგიონის გუნდი, ჯერ  გავიდა ლიგაზე, შემდეგ კი რა ქნა?! ყარაბახი გავიდა ლიგაზე! გავიდა ევროპის ლიგაზე და სტაბილურად გამოდის ევრო ასპარეზზე და ჩვენ რა გვჭირს!? ბევრი ფიქრი ამას არ სჭირდება და განსჯა. შერიფს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა აქვს, უდიდესი დაფინანსება, ყარაბახს აქვს შესანიშნავი ბაზა, შეიძლება ითქვას ამიერ კავკასიაში ერთ-ერთ გამორჩეული და აქვს დიდი დაფინანსება სახელმწიფოდან, ეს დაფინანსება რატომ გაკეთდა და რატომ დაიწყეს ეს პროექტი ყველამ ვიცით, გაიტანეს ყარაბახის სახელი, რომ ეს აზერბაიჯანია და ამაში სახელმწიფოს მიუძღვის უდიდესი როლი! ეს ჩემთვის შესაშურია, როდესაც ქვეყანას ყავს “დინამო” სოხუმი, ამ გუნდს აქვს უდიდესი ისტორია, უდიდესი სახელი და არ ვიყენებთ მსოფლიოს ასპარეზზე, როგორც ეს გააკეთა აზერბაიჯანმა ყარაბახის სახით! “დინამო” სოხუმი არის გამორჩეული კლუბი! პატივს ვცემ ყველა საფეხბურთო კლუბს და გუნდს, მაგრამ ვინც ცოტათი მაინც ერკვევა ფეხბურთში, ყველამ იცის, რომ აფხაზებისთვის იყო და არის N1 გუნდი “დინამო” სოხუმი და ამ გუნდის წარმატება, შეიძლება გახდეს ბევრი სასიკეთო ძვრის საწინდარი! გამოსავლი შემდეგში მდგომარეობს! – სახელმწიფომ უნდა გამოყოს ცენტრალური ბიუჯეტიდან ფული და გუნდს  უნდა აუშენოს საკუთარი ბაზა თბილისში, უნდა შეუქმნას საუკეთესო პირობები, გუნდს უნდა ქონდეს საშუალება – მოიწვიოს კარგი, ხარისხიანი ლეგიონერები და შეუთავსოს აკადემიიდან ნიჭიერი ფეხბურთლების ადაპტაცია და წარმატება აუცილებლად მოვა! გუნდის წარმატებას მოყვება ბევრი კარგი ძვრა, ამას სრული პასუხისმგბლობით ვამბობ! რადგან აფხაზებისთვის “დინამო” სოხუმი ეს სულ სხვა გუნდია! აგრეთვე ეს იქნება კიდევ ერთი, დიდი აღიარება, როდესაც ევროპულ თამაშებში გუნდი გავა “დინამო” სოხუმის სახელით! ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ დიდ აღიარებას, რომ სოხუმი და აფხაზეთი საქართველოა! და რუსეთი ოკუპანტი! სიმართლე გითხრათ, მქონდა საუბარი გარკვეულ პირებთან  დაფინანსებაზე, მაგრამ პასუხი არის ერთი – “დინამო” სოხუმმა, რომ მიიღოს ფული, სხვა გუნდებიც მოითხოვენ ამას, მაგრამ ავიწყდება ყველას, რომ ‘დინამო” სოხუმი ყველა გუნდი არაა! აგერ ყველაზე რეალური შანსია 2022 წლის სეზონში, რომ “დინამო” სოხუმი ვიხილოთ ჩემპიონთა ლიგაზე, ქალთა მხრიდან გუნდი უმაღლეს ლიგაშია და გვაქვს შანსი ყველას ერთად, ეს გავაკეთოთ! ამისთვის საჭიროა დაფინანსება და მაქვს იმედი, რომ გამოჩნდება ისეთი დაფინანსება, რაც ამის საშუალებას მოგვცემს და ავიხდენთ მეც და თვითოეული ჩვენთაგანი ოცნებას ევრო ასპარეზზე ეწეროს სახელი “დინამო” სოხუმი და მის გასწვრივ – საქართველო!  მე მჯერა ამ ოცნებასაც ავიხდენ! 1 წლის უკან ვოცნებობდი, რომ  საქართველოს ნაკრებში ყოფილიყო ამ გუნდის ფეხბურთელი და სამატჩო განაცხადში ყოფილიყო წარწერა,  კონკრეტული ფეხბურთელის სახელი, გვარი,  გუნდი – “დინამო” სოხუმი, ნაკრები, საქართველო! მე ეს ოცნება ავიხდინე  და იმედი მაქვს შორს არაა ის დრო, როდესაც ჩვენ ყველა ერთად, ვიხილავთ “დინამო” სოხუმს ევრო ასპარეზზე და ამ გუნდის ირგვლივ გავაერთიანებთ აფხაზ ძმებს! იმედი მაქვს!  

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp