FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ქალთა გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა !

RMG / არემჯი – “დინამო” სოხუმის გენერალური სპონსორი
🔹 დღეს “ბასა”-ზე, სოხუმის “დინამო”-ს ქალთა გუნდმა, ამხანაგური მატჩი გამართა მცხეთის “დიდგორთან” და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 5 : 0. გოლებით ანა კულდონაშვილი(დუბლი), ნუცა სირაძე(დუბლი) და თამარ ეპიტაშვილი გამოირჩნენ.
🔹 დინამოელთა შემადგენლობაში ოთხმა ახალწვეულმა ითამაშა. თუ, მედეა მუმლაძე შარშანაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, თამარ ეპიტაშვილმა, გვანცა მერებაშვილმა და ჯულიანა ჯიქიამ დღეს პირველად მოირგეს კლუბის მაისური და უნდა ითქვას, რომ თვითოეულმა მათგანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
🔹 შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება, სადაც ჩვენი გუნდი რვა შეხვედრიდან ამდენივე გამარჯვებით გათამაშების გამოკვეთილი ლიდერია, 4 ოქტომბერს განახლდება. ამ დღეს დინამოელები ცხრამუხაში ხაშურის “ივერია”-ს ესტუმრებიან.
🔹 გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს გოგონებს მომავალ დაპირისპირებებში!
🔹 მატჩი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა .
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp