FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის მორიგი მარცხი …..

“დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდმა, მორიგი ტურის მატჩი გამართა რეგიონულ ლიგაში. ამჯერად თელავში,  გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ს.კ. “თელავი”-ს სარეზერვო გუნდთან და დიდი ანგარიშით 6 : 1 დამარცხდა. სოხუმელთა მხრიდან პრესტიჟის გოლის გატანა, ტატო იუკურიძემ შეძლო.

 

დავით თაქთაქიშვილი – მატჩის შემდგომი კომენტარი:

“ძალიან მძიმეა ახლა ჩემთვის საუბარი. არც ვიცი რეალურად რა შეილება ითქვას. “თელავი 2” ნამდვილად არ არის იმ სიძლიერის გუნდი, რომ 6-1 დავემარცხებინეთ, მაგრამ შედეგი სახეზეა … რაღაც არ კეთდება ისე, რაღაც არ არის რიგზე … ამას ძირეული ანალიზი ჭირდება. ვიმედოვნებ შემდეგ თამაშებზე მდგომარეობა გამოსწორდება და ასეთ სირცხვილს აღარ განვიცდით და ეს გუნდი არ შევა “დინამო” სოხუმის ისტორიაში, როგორც ყველაზე ცუდი!” 

 

მომდევნო შეხვერდას “დინამო” სოხუმი შინ, ახალციხის “სამცხე”-ს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 1 ოქტომბერს გაიმართება.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp