FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – “მნიშვნელოვანი ის კი არ არის რო გუნდი აგებს , არამედ ფეხბურთელები როგორ რიაგირებენ მარცხზე “

🙌– მოგესალმებით!
✊– ძალიან ბევრს ვსაუბრობ, რომ ჩემს კლუბს აქვს განვითარების პროგრამა და მივყვებით ამ პროგრამას ეტაპობრივად. ვიცი, რომ ამ დიდი პროცესის გავლას უმტკინვეულოდ ვერ მოვახერხებთ, მაგრამ დღეს რა რეზულტატიც აქვს ჩვენს ვაჟთა გუნდს, ეს ყოვლად მიუღებელია! ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, ჩემი არც ერთი გაწვრთნილი გუნდი, ჩემპიონატის ბოლოს, სამეულს ქვევით არ ყოფილა. გამონაკლისი გახლდათ წინა წელს მეცხრე ადგილი. მიმდინარე სეზონს კი სრულიად უსახურად ვატარებთ! მარცხი არ არის პრობლემა, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რორ გუნდი აგებს, არამედ ფეხბურთელები როგორ რეაგირებენ მარცხზე! სამწუხაროდ რეაგირებას ვერ ვხედავ! ვიცი, რომ ჩემს განვლილ სამწვრთნელო გზას ჩრდილი ადგება ამ ყველაფრით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრის, მე ისევ ვიკავებ მთავარი მწვრთნელის პოსტს!  როდემდე გაგრძელდება ასე ვერ გეტყვით, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებათ ფეხბურთელებს, ბოლო მატჩებში სამარცხვინო მარცხების შემდეგ! მომდევნო მატჩამდე საკმაოდ დიდი დრო გვაქვს და ეს იქნება გადამწყვეტი ინდიკატორი, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებ 1 ოქტომბრის მატჩის შემდგომ. დიდი იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები ახლა მაინც გამოფხიზლდებიან და გააკეთებენ იმას, რაც მათი მოვალეობაა მოედანზე. არ შეიძლება 18-19 წლის ბიჭებს არ ქონდეთ ფეთქებადობა, არ შეიძლება არ შეეძლოთ სირბილი, არ შედიოდდნენ ბრძოლაში, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანი ინვალიდია! ყველა ადამიანს გააჩნია თავმოყვარეობა, ასე ვიცოდი აქამდე და არ მინდა, რომ ამ დოგმაში ეჭვი შევიტანო! გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ეს სამარცხვინო მატჩები იქნება ბოლო და მსგავს საზიზღრობას აღარ ექნება ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს მივიღო ზომები და გადავდგა ის ნაბიჯი, რაც ყველაზე მეტად არ მსურს და არ მინდა! რეზულტატის გამო მე, დავით თაქთაქიშვილი ბოდიშს ვუხდი თვითოეულ ჩვენს გულშემატკივარს და განსაკუთრებით ენგურს იქეთ მყოფ ჩვენს ძმებს, რომლებთანაც მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და მიწევს ბოდიშების მოხდა ყოველდღიურად იმ უსუსური და ამაზრზენი მატჩების გამო, რასაც დღეს ატარებს გუნდი! გულწრფელი ბოდიში ყველას!”

 

განაცხადა დავით თაქთაქიშვილმა  ფეისბუქ სტატუსში . 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp