როგორც მოგეხსენებათ 19 სექტემბერს, “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს გეგმიური სხდომა ჩატარდა. იქამდე კი შეხვედრა გაიმართა აკადემიის და ძირითადი გუნდების მწვრთნელებთან, ასევე პერსონალთან.
პირველ რიგში, დავამტკიცეთ კლუბის ავჭალის საფეხბურთო ცენტრის, ახალი მთავარი მწვრთნელები – ბაჩა კალანდაძე და გიორგი ქურხული. აგრეთვე მოხდა იმავე მწვრთნელების დანიშვნა “დინამო 2” სოხუმის ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელებად. ბიჭების მიმართულებით, კლუბის აკადემიის 2011-2012 წლებში დაბადებული მოზარდების მთავარი მწვრთნელი, შალვა წიქარიშვილი იქნება!
აგრეთვე დაისახა მიზნები, რომელიც კლუბის განვითარების მთავარი გეგმითაა გათვალისწინებული და მიმდინარე წლის ბოლომდეა შესასრულებელი. აქტიურად ვმუშაობთ, “დინამო 2”-ის დაკომპლექტებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე, სამოყვარულო ლიგაში გამოდიან.
აგრეთვე განხილული იქნა რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩვენი კლუბის ბაზის მოწყობასთან არის დაკავშირებული.
“მე ძალიან მოხარული ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომ ჩვენი ქალთა სარეზერვო გუნდის მწვრთნელები ბაჩა კალანდაძე და გიორგი ქურხული იქნებიან, რადგან მე ვიცი ამ ბიჭების პოტენცილი და მონდომება და მიხარია, როდესაც ასეთი ცოდნის მქონე ახალგაზრდები სწორედ “დინამო” სოხუმს ირჩევენ! აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბექა აბდულშს გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვო მას შემდგომი წარმატებები! მისი წვლილი განუზომლად დიდია როგორც კლუბის აკადემიის ავჭალის ცენტრის ფორმირებაში, ასევე ჩვენი ქალთა სარეზერვო გუნდის ჩამოყალიბებაში. აგრეთვე, ძალიან მიხარია გამოცდილი სპეცილისტის, შალვა წიქარიშვილის ჩვენს აკადემიაში მოსვლა და სამუშაო პროცესში ჩართვა! სამუშაო კი ძალიან ბევრია, წინ ძალიან ბევრი შრომა გვექნება გასავლელი და ძალიან ბევრი და დიდი წარმატებები გველოდება და მჯერა ეს გუნდი შეძლებს, რომ ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს, რაც “დინამო” სოხუმის სრულფასოვან კლუბად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად!
აქვე უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ქალთა 17 წლამდელთა ნაკრებში, გამოიძახეს ორი ფეხბურთელი ლიზი გომელაური და ელენე გაზდელიანი, რითიც უზომოდ ბედნიერი ადამინი ვარ! მინდა მათ ვუსურვო დიდი წარმატებები და აქედან ვუგულშემატკივროთ ყველამ ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში! აქვე მაქვს პატარა გულისწყვეტა, როდესაც ვერ ვხედავ ვერც ერთ ფეხბურთელს ქალთა 19 წლამდელთა ნაკრებში. საბოლოო განაცხადი არ არის ჯერ გამოქვეყნებული და იმედი მაქვს, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მიეცემათ კიდევ საშუალება. საუბარი მაქვს მარია-იზაბელა მელიქიშვილზე, რომელიც ჩემი ხედვით და ცოდნით ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას, როგორც ნინო ჩანგელია ეროვნულ ნაკრებში შანსს! ვინც მიცნობს იცის, რომ მე არასდროს გამოვირჩევი მიკერძოებულობით და ფეხბურთშიც რაღაც მაინც მომეკითხება და ამ სიტყვბს მე ტყუილად არ ვამბობ, ზემოთ ხსენებული ფეხბურთელები, ნამდვილად იმსახურებენ ნაკრებს! ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ სრულად და იმედი მაქვს, რომ მათ მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება!