FC DINAMO SOKHUMI

ბაჩა კალანდაძე – წარმატებებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ!

  • ბაჩა კალანდაძე – “დინამო 2” სოხუმის ქალთა გუნდის მწვრთნელი:
“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო, კლუბის ხელმძღვანელებს ნდობისთვის! რაც შეეხება ემოციას, ძალიან დიდი და დადებითია, რადგან მიწევს საყვარელ  სპორტში, საყვარელი საქმის კეთება, ნასწავლის გაზიარება და რა თქმა უნდა, შედეგებზე ფიქრი. გულშემატკივარს ვპირდები, რომ  “დინამო” სოხუმის წარმატებებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ და მის სახელს ღირსეულად ვატარებთ თვითოეული ჩვენგანი, მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც, რომლებმაც პირველივე ვარჯიშზე დაამტკიცეს ის, რომ მზად არიან გამოწვევებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც შედეგს აუცილებლად მოგვცემს, ამისთვის დიდი მალდობა მათ! “დინამო” სოხუმის მწვრთნელობა, ჩემთვის დიდი მოტივაციაა, იმ ქალაქის გუნდის, რომელსაც თაობა შეეწირა! ჩვენ, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს მათთვის, ჩვენი ქალაქისთვის, სადაც აუცილებლად დავბრუნდებით დიდი სიამაყით და თავაწეულები!” 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp