FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – თელავთან მატჩის წინ!

“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ განვლილი მარცხი დავივიწყეთ, წარსულზე არ ვფიქრობთ და არც ცხრილში ვიყურებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვითოეულ მატჩში ბრძოლა და იმ მიზნისკენ სწრაფვა, რაც ჩვენი პროგრამითაა გათვალისწინებული. ხვალინდელ მატჩზე რა უნდა ითქვას?! ფავორიტი თელავში, რაღა თქმა უნდა თელავის გუნდია. ჩვენის მხრივ, ჩვენც მხოლოდ გამარჯვებისთის გავდივართ მოედანზე! ვიცით იქნება რთული მატჩი, მაგრამ მე ხვალ მხოლოდ ერთის, სამი ქულის მოლოდინში ვარ! უკან დასახევი გზა მოჭრილია, ყველა მატჩი არის ჩვენთვის ფინალი! ამიტომ მხოლოდ შეტევა და მხოლოდ მოსაგებად გასვლა! იმედი მაქვს, რომ ხვალ ჩემი ფეხბურთელები დაამტკიცებენ იმას, რომ ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად გამოგვდის!” 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp